„პარი სენ ჟერმენმა’’ „ფლამენგოს’’ პენალტებით მოუგო და საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა. 2025 წელს ეს პარიზელთა გუნდის მეექვსე ტიტული გახლდათ. ასეთი შედეგისთვის ადრე მხოლოდ „ბარსელონას’’ და „ბაიერნს’’ მიუღწევია 2009 და 2020 წლებში. ფრანგული საიტის sofoot-ის ჟურნალისტ ტომა მოლერკს გაუჩნდა კითხვა: რომელი გუნდი სჯობია წლევანდელი პსჟ თუ 2009 წლის „ბარსელონა’’? მან თავისი მოსაზრებები გაგვაცნო, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ. ისტორია...
ჭდე: ბარსელონა
სად წავიდა ნეგრეირას ანგარიშები?
ესპანეთში არსებობს „ნეგრეირას საქმე’’, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში გამოიკითხნენ „ბარსელონას’’ ყოფილი მწვრთნელები ერნესტო ვალვერდე და ლუის ენრიკე. გამოძიებამ აღმოაჩინა 7-8 მილიონი ევრო, რომელიც კატალონიურმა კლუბმა 17 წლის განმავლობაში მსაჯთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას ჩაურიცხა. სამართალდამცველებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ამ ფულის ნეგრეირასთვის ჩარიცხვა საეჭვოა ანუ კარგად დასაბუთებული არ არის. „ბარსელონას’’ ადვოკატებს დაცვის სტრატეგია იმაზე...
სიმეონე რაფინიათი აღფრთოვანებული დარჩა
„ბარსელონა’’ ჯერაც ბოლომდე დაუმთავრებელ „კამპ ნოუზე’’ „ატლეტიკოს’’ თავიდან ჩამორჩა, შემდეგ კი 3:1 მოუგო. ეს იყო ბლაუგრანას ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ლა ლიგაში. იმავდროულად იმავე ლიგაში ეს იყო მე-13 შეხვედრა წაგების გარეშე. ჰანსი ფლიკს კრიტიკოსები დაცვის ხაზის საკუთარი საჯარიმოდან მეტისმეტად შორს დაყენებას საყვედურობენ და სწორედ ეს იყო მე-19 წუთზე ალექს ბაენას გოლის მიზეზი. თავდაპირველად თანამსაჯმა ოფსაიდი აღნიშნა,...
რატომ სთხოვა ბარსამ ლევანდოვსკის, მეტი გოლი აღარ გაეტანა?
პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ 2022-23 წლების სეზონში ყველა შეჯიბრებაში ერთად 33 გოლი გაიტანა. ეს იყო მისი პირველი სეზონი „ბარსელონაში’’, რომელშიც, როგორც მის ახლახან გამოცემულ ბიოგრაფიაში წერია, მას კიდევ უფრო მეტის გატანა შეეძლო. წიგნს რომელშიც წერია, თუ რატომ არ გაიტანა ლევანდოვსკიმ მეტი, ჰქვია „ლევანდოვსკი. ავთენტური’’. მისი ავტორია სებასტიან სტაჟევსკი, რომელიც ასაჯაროებს საოცარ ამბავს. თურმე „ბარსას’’ ხელმძღვანელობამ...
ხულიან ალვარესი და პსჟ
2024 წლის აგვისტოში ხულიან ალვარესმა „მანჩესტერ სიტი’’ დატოვა. ის 90 მილიონ ევროდ „ატლეტიკომ’’ იყიდა, რითაც წერტილი დაესვა ჭორაობას იმის შესახებ თუ სად გადავიდოდა არგენტინელი, „ბარსელონაში’’ თუ „პარი სენ ჟერმენში’’. თავდამსხმელი, რომელმაც მანჩესტერში ორი წელიწადი გაატარა, პარიზელთა ინტერესის საგანი ოფიციალურად არასდროს ყოფილა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა „ფრანს ფუტბოლისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ასე თქვა: „შარშან, სანამ „ატლეტიკოში’’ გადავიდოდი, ჩემსა...
ჩაბი ალონსო 16 წლის შემდეგ
„რეალის’’ ისტორიაში ყოფილა ბევრი მწვრთნელი, რომელთაც „ბარსელონასთან’’ თავიანთი პირველი შეხვედრა, პირველი „კლასიკო’’ წაუგიათ. ზოგ მათგანს სწორედ კატალონიელებთან პირველი მარცხის გამო წასვლიათ საქმე ცუდად და გეგმაარეულებს თანამდებობა დაუტოვებიათ, მაგრამ ეს არ ეხება ჩაბი ალონსოს. ალონსო ბოლო 16 წელიწადში პირველია, რომელმაც „ბარსას’’ გამარჯობა უთხრა და დაამარცხა. „მარკას’’ თქმით წინა, ვინც ეს შეძლო ლეგენდარული ზინედინ ზიდანი გახლდათ. მადრიდელ...
იამალმა ბარსას შეფები გააღიზიანა
„ბარსელონაში’’ ეიმედებათ, რომ ლამინ იამალი ბოლოს და ბოლოს მიხვდება: პროფესიული მიდგომის გარეშე საუკეთესო ფეხბურთელი ვერ გახდები. ეს ჭეშმარიტება ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ თავიანთი სანიმუშო კარიერით დაამტკიცეს. ზოგი გამოცემა წერს, რომ იგივე დაამტკიცეს ნეიმარმა და ედენ აზარმაც, ოღონდ მათი კარიერა შეიძლება უარყოფით მაგალითად მოვიტანოთ. მარტო ნიჭი საკმარისი არ არის. იამალის შესახებ კი ბოლო კვირებში უფრო...
ბარსას დავთრებში უარესობაა
„ბარსელონას’’ ბოლო ფინანსური ანგარიში ამბობს, რომ კატალონიური კლუბის ვალი სადღეისოდ 159.1 მილიონი ევროა. ეს თანხა ფეხბურთელების ყიდვამ დააგროვა. იმ კლუბებს შორის, რომლისაც „ბლაუგრანას’’ მართებს, არის „ლიდს იუნაიტედი’’. ესპანეთის ჩემპიონს მისთვის რაფინიას 41.9 მილიონი აქვს მისაცემი. 20 მილიონ ევროს ელის „ბაიერნი’’. ეს რობერტ ლევანდოვსკში გადასახდელის თანხაა და ლევანდოვსკიზე ქვემოთ კიდევ ვიტყვით. ჟიულ კუნდეს ტრანსფერიც არ არის...
ჟორჟს ამერიკაში უშვებენ
ლა ლიგამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი’’ „ბარსელონას’’ მაიამიში უმასპინძლებს. ეს თამაში 20 დეკემბერს არის დანიშნული. ბუნებრივია, მატჩის ამერიკაში გადატანამ ესპანეთში ბევრი გააღიზიანა, მათ შორის ფეხბურთელები. არადა, ლა ლიგამ მთავარი ბიუროკრატიული საკითხი საკითხი მოაგვარა და უეფას ნებართვა მიიღო. ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ ჯერ კიდევ აგვისტოში დაწერა, რომ კლუბების კაპიტნები გაბრაზებულები არიან. ისინი ითხოვენ, პოსტ-ფაქტუმ კი...
საქართველოსთან იამალი არ იქნება
ესპანეთის ნაკრები 11 ოქტომბერს საქართველოს მასპინძლობს, ამიტომ ყველაფერი რაც ამ გუნდში და მის გარშემო ხდება ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა. ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსა და ბულგარეთთან სათამაშოდ გამოიძახა ლამინ იამალი, რამაც „ბარსელონას’’ მწვრთნელი ჰანსი ფლიკი გააბრაზა. როგორც გაირკვა იამალს ფეხი გამიზეზებია და კატალონიელთა პროტესტის შედეგად „ლა როხას’’ თავკაცს ფეხბურთელზე უარის თქმა მოუხდა. 18 წლის ვარსკვლავი ეროვნულ...









