„ბარსელონას’’ ბოლო ფინანსური ანგარიში ამბობს, რომ კატალონიური კლუბის ვალი სადღეისოდ 159.1 მილიონი ევროა. ეს თანხა ფეხბურთელების ყიდვამ დააგროვა.
იმ კლუბებს შორის, რომლისაც „ბლაუგრანას’’ მართებს, არის „ლიდს იუნაიტედი’’. ესპანეთის ჩემპიონს მისთვის რაფინიას 41.9 მილიონი აქვს მისაცემი.
20 მილიონ ევროს ელის „ბაიერნი’’. ეს რობერტ ლევანდოვსკში გადასახდელის თანხაა და ლევანდოვსკიზე ქვემოთ კიდევ ვიტყვით.
ჟიულ კუნდეს ტრანსფერიც არ არის გასწორებული ― ადრე თუ გვიან „სევილია’’ 24.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ამას ემატება ფერან ტორესის 8 მილიონი რომელიც „მანჩესტერ სიტისთვის’’ არის მისაცემი, ემერსონის 6 მილიონი რომელსაც „ბეტისი’’ მიიღებს და ზემოთ ნახსენები ლევანდოვსკის სანაცვლოდ გადასახდელი დამატებითი 6 მილიონი, რომელსაც სხვა პოლონური და გერმანული კლუბები გაინაწილებენ.
ესპანური მედია წერს, რომ მართალია „ბარსელონა’’ ძალ-ღონეს არ იშურებს რათა ვალი შეიმციროს, მაგრამ ის წინა წელთან შერთან მაინც გაზრდილია. ძალიან არა, მაგრამ ფაქტია, რომ მეტია, ვიდრე შარშან იყო.
რასაკვირველია, მევალეებთან ერთად არიან მოვალეებიც ანუ კლუბები, რომელთაც „ბარსელონას’’ ფული მართებთ და თუ ზრდაზეა ლაპარაკი, უნდა ითქვას, რომ მათი დავალიანება შარშანდელთან შედარებით თვალშისაცემად არის გაზრდილი. ერთი წლის წინ „ბარსას’’ 35.9 მილიონი უნდა მიეღო, წლეულს კი 64.1 მილიონს ელის. კატალონიელთა ყველაზე დიდი მოვალე გახლავთ „პორტუ’’ ― ნიკო გონსალესის 6.7 მილიონი ევრო. მერე მოდიან „ალ აჰლი’’ ― კესიეს 4.1 მილიონი ევრო და შახტარი ― მარლონის 3.1 მილიონი. დანარჩენი „წვრილ-წვრილი’’ თანხებია. და მაინც, „ბარსა’’ ფინანსური უსაფრთხოებისგან ჯერ შორს არის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/08/2026 | 09:35ალისონმა მეოთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია
სიახლეები30/08/2026 | 08:06კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს
მთავარი ამბავი30/08/2026 | 07:05ჩემპიონთა ლიგაში ქართული დერბის ვარიანტებია 20 ოქტომბერი და 3 ნოემბერი
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 09:52სილამაზის სალონში ტრანსფერს ადასტურებენ
