პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ 2022-23 წლების სეზონში ყველა შეჯიბრებაში ერთად 33 გოლი გაიტანა. ეს იყო მისი პირველი სეზონი „ბარსელონაში’’, რომელშიც, როგორც მის ახლახან გამოცემულ ბიოგრაფიაში წერია, მას კიდევ უფრო მეტის გატანა შეეძლო.
წიგნს რომელშიც წერია, თუ რატომ არ გაიტანა ლევანდოვსკიმ მეტი, ჰქვია „ლევანდოვსკი. ავთენტური’’. მისი ავტორია სებასტიან სტაჟევსკი, რომელიც ასაჯაროებს საოცარ ამბავს. თურმე „ბარსას’’ ხელმძღვანელობამ ფორვარდს სთხოვა ბოლო ორ შეხვედრაში გოლი აღარ გაეტანა.
სეზონის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე კატალონიურ კლუბს ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული უკვე გარანტირებული ჰქონდა, ასე რომ პოლონელის გოლები სიკეთეს ვეღარ მოიტანდა, ზარალს კი იცოცხლე: 23 გოლის ავტორს კიდევ ორი რომ შეეგდო ანუ 25 გოლიანი ზღვრისთვის მიეღწია, კონტრაქტის თანახმად „ბაიერნისთვის’’ დამატებით 2.5 მილიონი გირვანქის გადახდა მოუწევდა.
ლევი ისეთ ფომაში იყო, რომ კიდევ ბევრს შეაგდებდა ― ბოლო სამ შეხვედრაში ოთხი გოლი ჰქონდა გატანილი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩემპიონის ვინაობაც გარკვეული იყო და საუკეთესო ბომბარდირისაც, მაგრამ თავდამსხმელს კლუბის ასეთი თხოვნა გაუკვირდა. თავისიანები მას პირველად თხოვდნენ, რომ გოლი არ გაეტანა.
მართლაც, დარჩენილ ორ შეხვედრაში „მალიორკასთან’’ (3:0) და „სელტასთან’’ (2:1) ლევანდოვსკიმ ითამაშა, მაგრამ გოლი აღარ გაუტანია. იმ სეზონში ბომბარდირთა შეჯიბრებაში მეორე ადგილზე გავიდა ქარიმ ბენზემა (19).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 11:37დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 10:21ხულიგნობა პარიზის ცენტრში
სიახლეები31/05/2026 | 08:48ნევეში: ფეხბურთის თამაში მარტო პსჟ-ს უნდოდა
კატეგორიის გარეშე31/05/2026 | 07:52შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა
