Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)

Home ილია ნანობაშვილი
რეალი და კიდევ ერთი ბრაზილიელი?
ჩანაწერი

რეალი და კიდევ ერთი ბრაზილიელი?

მადრიდის „რეალის“ პრიორიტეტული ტრანსფერი ნახევარდაცვაში – ბრუნო გიმარაეში. ბრაზილიელი 24 წლისაა, „ნიუკასლმა“ ამ ზამთარს იყიდა „ლიონიდან“ და 48 მილიონი ევროც გადაიხადა. ეს კლუბის რეკორდია. ბრუნო გიმარაეშმა აშკარად გააძლიერა ჩაფულიანებული „ნიუკასლი“, თუმცა როგორც ფეხბურთელის გარემოცვაზე დაყრდნობით წერენ, „რეალში“ გადასვლა თავადაც სურს (რა გასაკვირია…). მოდრიჩი-კაზემირო-კროოსის სამეული მუდმივად ვერ ითამაშებს და ამიტომაც „რეალი“ მომავალზე ზრუნვას იწყებს. დაიწყო ედუარდო...

ყველას ხომ ვერ დაგიჭერენ?!
ჩანაწერი

ყველას ხომ ვერ დაგიჭერენ?!

„ევერტონის“ უკრაინელმა მარცხენა მცველმა ვიტალი მიკოლენკომ თქვა, სულაც არ ვნანობ, რუს ფეხბურთელებს მშიშრები რომ ვუწოდეო. მან ისიც აღნიშნა, რომ რუსების ფორვარდ არტიომ ძიუბასთან ეცადა დალაპარაკებას, მაგრამ შედეგი – ვერაფერი… „რაც მინდა იმას ვამბობ. რუსები კი ეტყობა ასე არ არიან. ძიუბას მივწერე, ის ხომ ნაკრების კაპიტანია. მივწერე, რომ საუბარი მსურდა, მაგრამ რამდენიმე დღე გავიდა და არ...

ერთი და მთავარი რჩება
ჩანაწერი

ერთი და მთავარი რჩება

ფრანგული პრესა წერს, რომ პსჟ სამ არგენტინელთან დამშვიდობებას აპირებს. საუბარია ანხელ დი მარიაზე, ლეანდრო პარედესზე და მაურო იკარდიზე. აქედან სიურპრიზად შეიძლება მივიჩნიოთ პარედესზე უარის თქმა, თუმცა ისიც აშკარაა, რომ პარიზელებს ნახევარდაცვის შუაში გადატვირთვა აქვთ. დი მარიას კონტრაქტი უმთავრდება და აღარ უგრძელებენ. ხოლო იკარდი აშკარად შემცირებაში მოჰყვა. და არგენტინელი ერთი კაციღა რჩება? ერთი და მთავარი –...

რუნია, სასწაულმოქმედი კი არა…
ჩანაწერი

რუნია, სასწაულმოქმედი კი არა…

უეინ რუნი მწვრთნელობში უიღბლო ყოფილა. ჯერჯერობით ასეა და შემდეგ ვნახოთ… რუნის „დერბი ქაუნთი“ ინგლისის ჩემპიონშიფიდან ოფიციალურად გავარდა რანგით მესამე ლიგაში. 43-ე ტურში „ცხვრებმა“ ქპრ-სთან 0:1 წააგეს. „დერბი“ არ გავარდებოდა, რომ არა 21 ქულის ჩამოკლება. ფინანსური დარღვევების გამო სწორედ ამდენი ქულა ჩამოაკლეს… ასეთ სიტუაციაში გუნდს რუნი კი არა, კლოპი და გვარდიოლაც ან უშველიდნენ ან ვერა. შეგახსენებთ,...

დარვინის თეორია: გოლები
ჩანაწერი

დარვინის თეორია: გოლები

დარვინ ნუნიესი 22 წლის ურუგვაელია. ამპლუით თავდამსხმელი, ლისაბონის „ბენფიკაში“ თამაშობს და მისი დიდი დამსახურება იყო, გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე რომ მივიდა. ბევრი გოლი გააქვს და ადარებენ ლუის სუარესს, ასევე ედინსონ კავანის. ნუნიესის გადაბირების მსურველების რიგი უდგას. „ბარსელონა“, პსჟ, „მანჩესტერ იუნაიტედი“… თუმცა ფავორიტი „ბარსაა“, რომელიც მზადაა, ლისაბონელთა მადა დააკმაყოფილოს. „ბენფიკა“ 100 მილიონ ევროს ითხოვს. ამ სეზონში...

დღეს ვილიამსი თამაშობს?
ჩანაწერი

დღეს ვილიამსი თამაშობს?

„ბილბაოს“ შემტევმა ინიაკი ვილიამსმა ზედიზედ 224-ე მატჩში ითამაშა. არც ტრავმა, არც დისკვალიფიკაცია, არც არაფერი… ხომ შეიძლებოდა, მწვრთნელს ბოლომდე სათადარიგოებში დაეტოვებინა და არ ეთამაშებინა? არა, არა და არა. ექვსი წელიადია, კაცს თამაში არ გაუცდენია. ვილიამსი 2015 წლიდან „ბილბაოშია“, იმ სეზონში კი 32 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასიც მიაყოლა. ვარსკვლავობისა რა გითხრათ და...

სადაც გამქონდა, გავზრდილვარ…
ჩანაწერი

სადაც გამქონდა, გავზრდილვარ…

ლეგენდარულმა ბრაზილელმა რონალდომ კლუბი „კრუზეირო“ იყიდა. ახლა მას აქციების 90 პროცენტი აქვს. „კრუზეიროს“ ყიდვა ფენომენს 70 მილიონი დოლარი დაუჯდა. ეს ის კლუბია, სადაც პროფესიონალური კარიერა დაიწყო. რონალდო თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ „კრუზეიროს“ ფეხბურთელის სტატუსით წაიყვანეს: ეს 1994 წლის მონდიალზე, სადაც ერთი წუთიც არ უთამაშია. სამაგიეროდ, ბევრს აკეთებდა „კრუზეიროში“ – ერთ სეზონში 44 გოლი გაიტანა....

სირცხვილია ! ფრანკფურტის კამპ ნოუ
ჩანაწერი

სირცხვილია ! ფრანკფურტის კამპ ნოუ

ფრანფურტის „აინტრახტმა“ „ბარსელონას“ სტუმრად 3:2 მოუგო და ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდა… ეს მოულოდნელობა დიდწილად გერმანელი ფანების დამსახურებაა. უნიკალური ამბავია, ბარსელონას „კამპ ნოუზე“ „აინტრახტის“ დაახლოებით 30 000 გულშემატკივარი იყო. „ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გაბრაზებული იყო. ამ ფაქტს სირცხვილი უწოდა: „სირცხვილია, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს. ამ ფაქტს გავაანალიზებთ. ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით სხვაგვარ ზომებს მივიღებთ, უფრო ფრთხილს. როგორც...

გუშინ ვნახე, იცინოდა…
ჩანაწერი

გუშინ ვნახე, იცინოდა…

თომას ტუხელმა პოლონელი მსაჯი შიმონ მარცინიაკი გააკრიტიკა, „რეალი“ – „ჩელსის“ მატჩის მერე კარლო ანჩელოტისთან ერთად იცინოდაო… როგორც იცით, „ჩელსი“ ახლოს იყო ერთი შეხედვით წარმოუდგენელ მოტრიალებასთან: საშინაო 1:3 – ის მერე მადრიდში 3:0 – ს იგებდა, მაგრამ „რეალმა“ ბოლოს გაიტანა, მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა და გადამწყვეტი გოლიც გაიტანა. აი, რა თქვა ტუხელმა: „თამაშის შემდეგ დავინახე, მარცინიაკი...

გამოიკვლიეთ მოდრიჩი !
ჩანაწერი

გამოიკვლიეთ მოდრიჩი !

ტიერი ანრიმ და ჯეიმი კარაგერმა ერთად წაიყვანეს რეპორტაჟი „რეალი“ – ჩელსი“… ანრიმ, მოდრიჩის გენიალური საგოლე პასის მერე ემოციურად თქვა: „ეს კაცი ლამის 50 წლისაა. რას აკეთებს ისეთს, რომ მსგავს ამბებს ატრიალებს მინდორზე? გამოიკვლიეთ. დაუჯერებელია“. კარაგერი ანრის დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პასი იყო, რაც კი ოდესმე უნახავს. „მოდრიჩი ცნობილია ასეთი გადაცემებით, მაგრამ ეს...