მადრიდის „რეალის“ პრიორიტეტული ტრანსფერი ნახევარდაცვაში – ბრუნო გიმარაეში. ბრაზილიელი 24 წლისაა, „ნიუკასლმა“ ამ ზამთარს იყიდა „ლიონიდან“ და 48 მილიონი ევროც გადაიხადა. ეს კლუბის რეკორდია.
ბრუნო გიმარაეშმა აშკარად გააძლიერა ჩაფულიანებული „ნიუკასლი“, თუმცა როგორც ფეხბურთელის გარემოცვაზე დაყრდნობით წერენ, „რეალში“ გადასვლა თავადაც სურს (რა გასაკვირია…).
მოდრიჩი-კაზემირო-კროოსის სამეული მუდმივად ვერ ითამაშებს და ამიტომაც „რეალი“ მომავალზე ზრუნვას იწყებს. დაიწყო ედუარდო კამავინგათი და როგორც ესპანელები წერენ, შემდეგი ფეხბურთელი, დიდი შანსია, სწორედ ბრუნო გიმარაეში იყოს.
კაზემირო, მილიტაო, ვინისიუსი, როდრიგო, მარსელო – მადრიდელებს ბრაზილიელების ნაკლებობა არ აწუხებთ.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
