„რეალის“ ყოფილი კაპიტანი მარსელო, დიდი ალბათობით, საფეხბურთო კარიერას ამ ზაფხულს დაასრულებს. სამეფო კლუბთან კონტრაქტი მას გასული სეზონის ბოლოს დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახდა. ჰქონდა წინადადებები სხვადასხვა კლუბებიდან, თუმცა, არც ერთმა დააინტერესა. 34 წლის მარსელო „რეალის“ ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. მადრიდელებთან ერთად მას 25 ჯილდო მოუგია. ბრაზილიელი მადრიდულ კლუბში 2007-2022 წლებში თამაშობდა. მისი დაახლოებული პირები კი ამბობენ,...
ჭდე: მარსელო
ანჩელოტის რჩევები არ ეთაკილება
„რეალი“ – „მანჩესტერ სიტის“ დაუვიწყარი მატჩის დროს კარლო ანჩელოტი რჩევებს ეკითხებოდა ტონი კროოსსა და მარსელოს. ბევრს ეს გაუკვირდა, თუმცა რა აქ სათაკილო? მიღებული პრაქტიკაა. ამის შესახებ გერმანელმა ნახევარმცველმა თქვა: „მწვრთნელი ყოყმანობდა, ვინ შეეყვანა და ვინ – არა. „რეალში“ გამოცდილი ფეხბურთელები ვართ და იდეები გავცვალეთ. ეს ყველაფერი ანჩელოტის ხასიათს აჩვენებს და იოლი მისახვედრია, რატომ მიდის გუნდში...
რეალი და კიდევ ერთი ბრაზილიელი?
მადრიდის „რეალის“ პრიორიტეტული ტრანსფერი ნახევარდაცვაში – ბრუნო გიმარაეში. ბრაზილიელი 24 წლისაა, „ნიუკასლმა“ ამ ზამთარს იყიდა „ლიონიდან“ და 48 მილიონი ევროც გადაიხადა. ეს კლუბის რეკორდია. ბრუნო გიმარაეშმა აშკარად გააძლიერა ჩაფულიანებული „ნიუკასლი“, თუმცა როგორც ფეხბურთელის გარემოცვაზე დაყრდნობით წერენ, „რეალში“ გადასვლა თავადაც სურს (რა გასაკვირია…). მოდრიჩი-კაზემირო-კროოსის სამეული მუდმივად ვერ ითამაშებს და ამიტომაც „რეალი“ მომავალზე ზრუნვას იწყებს. დაიწყო ედუარდო...
მარსელო ტრაბზონსფორში? და აზაროვი?..
მარსელო „ტრაბზონსფორში“? თურქული კლუბი წლიურ 2,5 მილიონ ხელფასს სთავაზობს ბრაზილიელ მარცხენა მცველს, რომელიც მადრიდის „რეალში“ ბოლო თვეებს, ან ვინ იცის, ბოლო დღეებს ითვლის. ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება, მაგრამ შესაძლოა, იანვარშივე წავიდეს… უკვე ცნობილია, რომ „რეალი“ მარსელოს ახალ კონტრაქტს აღარ გაუფორმებს. ბრაზილიელი 2007 წლიდან თამაშობს „სამეფო კლუბში“ და ბევრი ტიტულიც მოიგო. ჩამოთვლა, მგონი, არც ღირს. „ტრაბზონსფორი“ თურქეთში...
მარსელომ რეალს ხელი დაუქნია
ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა მარსელომ „რეალის“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს. 33 წლის მარსელოს კონტრაქტს ვადა 2022 წლის ივნისში გასდის. დიდი ალბათობით ის კარიერას ბრაზილიურ „ფლუმინენსეში“ გააგრძელებს. სწორედ ამ გუნდიდან გაკეთდა მარსელოს ტრანსფერი „რეალში“ 2007 წელს. მაშინ ესპანელებმა 6,5 მილიონი ევრო გადაიხადეს. მარსელოს ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ევროა, მაგრამ როგორც მოგახსენეთ,...
„მონაკო“ მარსელოს ეპატიჟება
მადრიდის „რეალის“ მცველმა მარსელომ კარიერა, შესაძლოა, საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. 32 წლის ბრაზილიელით „მონაკო“ დაინტერესებულა. სამთავროელები, თურმე, მზად არიან „სამეფო კლუბის“ მარცხენაფლანგელს სამწლიანი კონტრაქტი და სეზონში ჯამაგირად 6 მილიონი ევრო შესთავაზონ. ამჟამად მარსელოს „რეალში“ წელიწადში 9 მილიონს უხდიან. გამოცემა ასევე წერს, რომ მარსელოსთვის თვალი „იუვენტუსსაც“ დაუდგამს. ბრაზილიელი მადრიდულ კლუბში 2007 წელს გადავიდა „ფლუმინენსედან“ 6,5 მილიონ ევროდ....
წმენდა ფრანგული. ასრულებს ზიდანი
მადრიდის „რეალის“ თავკაცმა ზინედინ ზიდანმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს იმ ფეხბურთელთა სია წარუდგინა, ვისზეც იმედს აღარ ამყარებს და ტრანსფერზე დაყენებას ურჩევს. „შერისხულთა“ შორის საკმოდ გამოცდილი და სახელიანი ფეხბურთელები მოხვდნენ: ისკო, მარსელო, ალვარო ოდრისოლა, ლუკა იოვიჩი და მარიანო დიასი. შეგახსენებთ, რომ ორიოდ დღის წინ ზიდანმა გუნდიდან წასვლა ურჩია ოთხ ახალგაზრდას, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა, ფაქტობრივად, არ აქვთ....
მარსელო რეალიდან მიდის
ჯერ-ჯერობით მხარეები ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებენ, მაგრამ როგორც ჩანს, მადრიდელებმა ბრაზილიელ „პერპეტუუმმობილეს“ შემცვლელი მოუნახეს. ლა ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში მარცხენა მცველად 22 წლის სერხიო რეგილონი იყო გამწესებული და ცუდი შთაბეედილება ნამდვილად არ დაუტოვებია. თუ ასე გაგრძელდა, მარსელოს ფასი სატრანსფერო ბაზარზე მკვეთრად კლებას დაიწყებს, რაც არც „რეალის“ და არც თავად ფეხბურთელის ინტერესებში არ შედის. გამოსავალი? ხომ...
ყვითელი ბარათი მატრასს!
ბრაზილიისა და სერბეთის თამაში ცხრა წუთის დაწყებული იყო, როდესაც „სელესაოსა” და „რეალის” მარცხენა მცველი მარსელო გაჭირვებით გავიდა მოედნიდან. მას სახე ტკივილისგან ჰქონდა შეწუხებული. ბრაზილიელთა გასახარად შეხვედრა 2:0 დასრულდა, მარსელომ კი ინსტაგრამზე დაწერა, რომ არაფერი სჭირს და მოედანს მალე დაუბრუნდება. „ღვთის მადლით ცუდი არაფერია. უმოკლეს დროში მოედანზე ვიქნები”, — თქვა 30 წლის ვარსკვლავმა. მერვედფინალში ბრაზილია მექსიკას...
ტიტემ ბრაზილია შეცვალა
მარსელომ თქვა, რომ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიასთან 1:7 დამარცხების შემდეგ „სელესაო” მთლიანად გარდაქმნა. „ტიტემ გუნდი ძირეულად შეცვალა. ახლა ყველაფერი გაცილებით ადვილია და ჩვენ მისი მეთოდები კარგად გვესმის”, — თქვა მარცხენა მცველმა პრეს-კონფერენციაზე. მარსელო დღეს, როსტოვში, 22 საათზე, შვეიცარიასთან შეხვედრაში გუნდს უკაპიტნებს. მან თქვა: „რასაკვირველია, ბრაზილიის ნაკრების კაპიტნობა ძალიან მახარებს....








