წმენდა ფრანგული. ასრულებს ზიდანი

Home კატეგორიის გარეშე წმენდა ფრანგული. ასრულებს ზიდანი
წმენდა ფრანგული. ასრულებს ზიდანი

LaLiga Santander - Real Madrid: Zinedine Zidane accepts Florentino's offer  and will sign a contract until 2022 | MARCA in Englishმადრიდის „რეალის“ თავკაცმა ზინედინ ზიდანმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს იმ ფეხბურთელთა სია წარუდგინა, ვისზეც იმედს აღარ ამყარებს და ტრანსფერზე დაყენებას ურჩევს.

„შერისხულთა“ შორის საკმოდ გამოცდილი და სახელიანი ფეხბურთელები მოხვდნენ: ისკო, მარსელო, ალვარო ოდრისოლა, ლუკა იოვიჩი და მარიანო დიასი.

შეგახსენებთ, რომ ორიოდ დღის წინ ზიდანმა გუნდიდან წასვლა ურჩია ოთხ ახალგაზრდას, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა, ფაქტობრივად, არ აქვთ. ჯამში ცხრა ფეხბურთელის გაშვება ნებისმიერ შემთხვევაში სერიოზული რისკია, თუმცა პერესი-ზიდანის ტანდემს უთუოდ სერიოზული სატრანსფერო გეგმები აქვს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".