Breaking News

ისკო

ისკოს მთხოვნელი არ ჰყავს

ხვალ ისკო „რეალის” ყოფილი ვარსკვლავი გახდება — შემტევ ნახევარმცველს „ლოს ბლანკოსთან” კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ისკო 30 წლისაა. ის ყოველთვის გამორჩეული ნიჭით იყო დაჯილდოებული და როგორც „რეალის” ასევე ესპანეთის ნაკრების მნიშვნელოვან წევრად ითვლებოდა, მაგრამ თანდათან ვითარება შეიცვალა და ისკო ბოლო სეზონში გულშემატკივრის თვალთახედვიდან ფაქტობრივად გაქრა. მისი სახელის მქონე კაცს, მითუფრო თავისუფალი აგენტის რანგში,…

Read more

ისკო: მადრიდს გაუმარჯოს!

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ისკომ, გუნდიდან წასვლის თაობაზე განაცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „მადლობა ყველას. შეხვედრამდე. მადრიდს გაუმარჯოს!“ – აღნიშნავს ისკო. 30 წლის შუახაზელის „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტს ვადა წლეულს 30 ივნისს ეწურება და მხარეებს ის აღარ გაუხანგრძლივებიათ. ისკო „რეალში“ 2013 წელს გადავიდა „მალაგიდან.“ მადრიდელთა რიგებში ჯამში მან 353 მატჩი ჩაატარა, 53 ბურთი გაიტანა და…

Read more

რეალმა ქულები გაფანტა

ვალენსიაში, „ლევანტესა” და „რეალის” შეხვედრაში, პირველ ტაიმში „რეალი“ ყოჩაღობდა. მადრიდელთა შემადგენლობაში დიდი სიახლე არ ყოფილა. კარლო ანჩელოტიმ ძველი დრო გაიხსენა და ისკო გარეთ ბეილთან ერთად დააყენა სასტარტო შემადგენლობაში. უელსელმა შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა. მე-5 წუთზე ქარიმ ბენზემას პასით მან ანგარიში გახსნა — ბურთი დაუცველ კაში შეაგდო. ეს გახლდათ მისი პირველი გოლი „ლოს ბლანკოსის“ შემადგენლობაში 2019…

Read more

წმენდა ფრანგული. ასრულებს ზიდანი

მადრიდის „რეალის“ თავკაცმა ზინედინ ზიდანმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს იმ ფეხბურთელთა სია წარუდგინა, ვისზეც იმედს აღარ ამყარებს და ტრანსფერზე დაყენებას ურჩევს. „შერისხულთა“ შორის საკმოდ გამოცდილი და სახელიანი ფეხბურთელები მოხვდნენ: ისკო, მარსელო, ალვარო ოდრისოლა, ლუკა იოვიჩი და მარიანო დიასი. შეგახსენებთ, რომ ორიოდ დღის წინ ზიდანმა გუნდიდან წასვლა ურჩია ოთხ ახალგაზრდას, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა, ფაქტობრივად, არ აქვთ….

Read more

ისკომ ბიჭებთან ზიდანზე დაიჩივლა

„რეალის” ნახევარმცველი ისკო კამერამ თანაგუნდელებთან ჩივილის დროს გადაღო. ეს შაბათს, „ელ კლასიკოს” წინ მოხდა, როდესაც „კამპ ნოუზე” მადრიდელებმა „ბარსელონას” 3:1 მოუგეს, რამაც ისკოს გარეშე ჩაიარა. მიმდინარე სეზონის 7 ტურში ისკო ზინედინ ზიდანმა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ ათამაშა. პირველად, ეს მოხდა „ვალიადოლიდთან”, სექტემბერში, როდესაც ფეხბურთელმა მოედანზე მხოლოდ 57 წუთი დაჰყო, ხოლო მეორედ „კადისთან” შინ წაგებული მატჩში,…

Read more

კაი და სანჩო

ჟურნალისტები და სპეციალისტები წინა სეზონის რჩეულთა გამოვლენას შეუდგნენ. მათ Golden Boy-ს, იგივე „ოქროს ბიჭუნას“ პრიზის ახალი მფლობელი უნდა გამოავლინონ. ვიდრე უშუალოდ პრიზისთვის ბრძოლაში ფავორიტებს წარმოგიდგენდეთ, ორიოდ სიტყვით თავად დაჯილდოების შესახებ გიამბობთ. სპორტული მედიის 40 წარმომადგენელი ყოველი წლის ბოლოს, ევროპაში მოთამაშე საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელთა ასეულს ადგენს და გამარჯვებულს აჯილდოებს. პირველად დაჯილდოების ცერემონიალი 2003 წელს ჩატარდა და…

Read more
No image

ბეილზე სეილია?

ესპანური AS ფრანგულ Le Parisien-ს იმოწმებს, პსჟ მადრიდის „რეალიდან“ ერთბაშად სამი ფეხბურთელის შეძენას აპირებსო: ისკო, გარეთ ბეილი და ტონი კროოსი. სავარაუდოდ, შეიხები ფლორენტინო პერესს სამივე ფეხბურთელში ერთად 210 მილიონ ევროს შესთავაზებენ. თუ Transfermarkt-ს ვენდობით, ხსენებული სამეულის სატრანსფერო ფასის ჯამი სწორედ ამდენია. პარიზში უკვე ისიც სცოდნიათ, საიდან მოიტანონ 210 მილიონი. კლუბი ფორვარდ ედინსონ კავანის და ნახევარცველ იულიან…

Read more

ბოდიში ბიჭებს

სერხიო რამოსი „რეალის” ბიჭების წინაშე მგზნებარე სიტყვით გამოვიდა. ის კაპიტანია და ერთმანეთს მიყოლებული წაგებების შემდეგ გუნდის გამხნევება ცადა, თუმცა იყო ერთი ფეხბურთელი, რომელმაც რამოსს სიტყვა შეაწყვეტინა. ეს გახლდათ ისკო. მან ბოდიში მოიხადა. მიზეზი: „აიაქსთან” თამაშის წინ ის „სანტიაგო ბერნაბეუზე” წასასვლელად გუნდის ავტობუსში არ ჩაჯდა. 22 ნომრის ასეთმა ქცევამ „რეალის” დანარჩენი მოთამაშეები გააღიზიანა. „მარკა” წერს, რომ თამაშამდე…

Read more
No image

ბარსელონას ისკოს ყიდვა უნდა

„ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ სიამოვნებით შეიძენს ისკოს თუკი ის „რეალიდან” წასვლას გადაწყვეტს — წერს „მარკა”. „მალაგას” ყოფილ მოთამაშეზე ბოლოხანს ბევრს წერენ — მადრიდელთა ახალი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი მას დიდად არ წყალობს და მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უზის. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ისკოს ცხადია არ მოწონს და „სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლაზე ფიქრობს. „თუ ჩვენი მწვრთნელები ახალი ფეხბურთელის შეძენას…

Read more
No image

მეორედ ხმა აღარ გამცე

ადრე, რომ გაგეგო რას ფიქრობს ფეხბურთელი, ან ინტერვიუ უნდა წაგეკითხა, ან მისი პირადი ნაცნობი უნდა ყოფილიყავი. ახლა დრო შეიცვალა. დღეს შეიძლება იყო „ფოლოვერი” ან „ფრენდი” და სოციალურ ქსელებში მის „ექაუნთებს” მალიმალ ათვალიერებდე. ეს ამბავიც სოციალური ქსელიდან, კერძოდ კი „ინსტაგრამიდან” მოდის. „რეალის” კაპიტანმა თავისი ჩაფიქრებული ფოტო გამოფინა და მიაწერა: „წინ დიდი გამოწვევებია. დაე, გადავლახოთ”. კაპიტნის პოსტს…

Read more
No image

ის ისე ერკვევა ფეხბურთში, როგორც…

კვირას, სევილიაში „ბეტისთან” სტუმრობისას „რეალს” ხუთი ფეხბურთელი აკლდა: ტონი კროოსი, ლუკას ვასკესი, გარეთ ბეილი, მარკო ასენსიო და მარკოს ლორენტე. აი, ისკო კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და სანტიაგო სოლარიმ წამითაც არ შეუშვა მოედანზე. არადა, მადრიდელებმა მართალია გაიმარჯვეს (2:1), მაგრამ დიდი სილაღით ვერ გამოირჩეოდნენ — გაუჭირდათ. რატომ იჯდა ისკო სათადარიგოთა სკამზე? რაიმე დასჯის ფორმაა ასეთი? ზოგი ამბობს,…

Read more
No image

ისკო ქალაქზე ფიქრობს

როგორც ესპანური AS იტყობინება, ისკო სერიოზულად განიხილავს „რეალის” დატოვებისა და „მანჩესტერ სიტიში” გადასვლის ვარიანტს. ინტერესი „ქალაქელთა” კატალონიელი თავკაცისგან პეპ გვარდიოლასგან მოდის. ისკოსაც ძალიან აწყობს „ეტიჰედზე” გადაბარგების ვარიანტი. ეს ყველაფერი ჭორი და ზერელე ლაპარაკი არ გეგონოთ. რამდენიმე დღის წინ ინგლისიდან მადრიდს აგენტი ჩაფრინდა, რომელიც „რეალის” წარმომადგენლებს შეხვდა და პრემიერლიგის ჩემპიონის ინტერესზე დაუწყო ლაპარაკი. მალაგელი გამთამაშებელი „რეალში”…

Read more

ისკო და ზამთარი

პორტალი OK წერს, რომ ისკოსთვის „რეალიდან” გასასვლელი კარი სულ უფრო და უფრო ფართოდ იღება და რაც მთავარია, მალაგელი თავადაც არ არის „თეთრების” დატოვების წინააღმდეგი. ბოლო ხმების თანახმად, ვარსკვლავი ზამთრის სატრანსფერო ბაზარს ელოდება. აქამდე ბევრს ლაპარაკობდნენ მის ცუდ ფიზიკურ ფორმაზე, ახლა კი სანტიაგო სოლარისთან ცუდი ურთიერთობის თემაც დაემატა. OK-ს რედაქტორმა ედუარდო ინდამ ტელეშოუ El Chiringuito de…

Read more