სერხიო რამოსი „რეალის” ბიჭების წინაშე მგზნებარე სიტყვით გამოვიდა. ის კაპიტანია და ერთმანეთს მიყოლებული წაგებების შემდეგ გუნდის გამხნევება ცადა, თუმცა იყო ერთი ფეხბურთელი, რომელმაც რამოსს სიტყვა შეაწყვეტინა. ეს გახლდათ ისკო.
მან ბოდიში მოიხადა. მიზეზი: „აიაქსთან” თამაშის წინ ის „სანტიაგო ბერნაბეუზე” წასასვლელად გუნდის ავტობუსში არ ჩაჯდა. 22 ნომრის ასეთმა ქცევამ „რეალის” დანარჩენი მოთამაშეები გააღიზიანა. „მარკა” წერს, რომ თამაშამდე ორი საათით ადრე გუნდში უსიამოვნო დაძაბულობა შეიქმნა.
მაგრამ ისკოს ბოდიში არ იყო მოკლე და სინანულით ნაკარნახები. მას თანაგუნდელებისთვის უფრო იმის ახსნა უნდოდა, რომ მწვრთნელ სანტიაგო სოლარისთან კონფლიქტი აქვს და მისი პროტესტი ამით იყო განპირობებული. ის კონფლიქტის მიზეზების ახსნას ცდილობდა.
ამაზე რამოსმა ისკოს გამოუცხადა, რომ გუნდის პრობლემები მის პირად პრობლემებზე გაცილებით მნიშვნელოვანია.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
