
„მანჩესტერ იუნაიტედის” 44 წლის ფანი პარიზელმა ტაქსის მძღოლმა დანით დაჭრა. დაზარალებულს მძიმე ოპერაცია ჩაუტარეს.
ეს ამბავი ოთხშაბათს, „პარი სენ ჟერმენისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრის დამთავრების შემდეგ მოხდა, როდესაც ინგლისელ გულშემატკივარს ტაქსით „პარკ დე პრენსიდან” ქალაქის ცენტრში უნდოდა დაბრუნება. ის მარტო არ იყო, ოთხნი იყვნენ და თავიანთი გუნდის გამარჯვებას (3:1) ზეიმობდნენ. როგორც ჩანს მათ ტაქსიში სიმღერა შემოსძახეს, რამაც პარიზელი ტაქსისტი გააღიზიანა. მას მანქანა გაუჩერებია და კლიენტებისთვის უთქვამს, ჩემი მანქანიდან გადაეთრიეთო. შემდეგ დანა ამოუღია და ქალი-მგზავრისთვის მიუბჯენია. როგორც ჩანს, მსხვერპლი აქ უკვე აქტიურად ჩაერია საქმეში და სწორედ მაშინ დაარტყა მძღოლმა მას მკერდში დანა.
დაჭრილი დაბლა დაცემულა, მის ერთ-ერთ თანამგზავრს კი გამვლელი მანქანა გაუჩერებია და დაზარალებულის საავადმყოფოში წაყვანა უთხოვია.
„იუნაიტედის” ფანს მეორე დღეს ფილტვიდან ჩაქცეული სისხლის დიდი რაოდენობა ამოუღეს.
ბოლო ცნობების თანახმად ეჭვმიტანილი დაკავებულია, მაგრამ მან დანის გადაგდება მოასწრო.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
