„რეალის” ნახევარმცველი ისკო კამერამ თანაგუნდელებთან ჩივილის დროს გადაღო. ეს შაბათს, „ელ კლასიკოს” წინ მოხდა, როდესაც „კამპ ნოუზე” მადრიდელებმა „ბარსელონას” 3:1 მოუგეს, რამაც ისკოს გარეშე ჩაიარა.
მიმდინარე სეზონის 7 ტურში ისკო ზინედინ ზიდანმა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ ათამაშა. პირველად, ეს მოხდა „ვალიადოლიდთან”, სექტემბერში, როდესაც ფეხბურთელმა მოედანზე მხოლოდ 57 წუთი დაჰყო, ხოლო მეორედ „კადისთან” შინ წაგებული მატჩში, სადაც მწვრთნელს ისკო მეორე ტაიმში საერთოდ აღარ გამოუშვია.
ახლა, რაც შეეხება იმ შეხვედრებს, როდესაც ისკო შეცვლაზე შედიოდა. ასეთი შემთხვევაც ორი იყო, „ბეტისთან” და „ლევანტესთან”. ერთი სიტყვით, 28 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა.
კადრებში, რომელიც ესპანურმა ტელეკომპანია Movistar+ -მა გადაიღო, ისმის, როგორ ჩივის ისკო თანაგუნდელებთან. ის ამბობს: „თუკი ჩემი მოედნიდან გაყვანა უნდა, ამას 50-ე ან მე-60 წუთზე აკეთებს, ხოლო თუ შეყვანა — მეოთხმოცეზე შევყავარ”.
შემდეგ ისმის, როგორც იცინის თანაგუნდელის ამ ნათქვამზე მარსელო, ლუკა მოდრიჩს კი ეღიმება.
ზემოთ ნახსენებ „ელ კლასიკოში” კი ისკოს საერთოდ არ უთამაშია. ზიდანმა ის არც ჩემპიონთა ლიგაზე, „შახტართან” 2:3 წაგებულ შეხვედრაში გამოიყენა. შედეგად, ამ სეზონში ანდალუსიელს სულ 148 წუთი აქვს ჩატარებული.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე12/10/2026 | 09:27ვინ არ უშვებს გოლს ინგლისში?
აქეთურ-იქითური12/10/2026 | 08:26ენფილდი ყვითელმა ბანანებმა დაიპყრეს
სიახლეები12/10/2026 | 07:05სიტი გაუგებრობაშია, ლივერპული – შავ დღეში!
სიახლეები11/10/2026 | 11:58წიტას თამაში ჩაიშალა
