კაი და სანჩო

Home დავთარი კაი და სანჩო
კაი და სანჩო
კაი ჰავერტსი

ჟურნალისტები და სპეციალისტები წინა სეზონის რჩეულთა გამოვლენას შეუდგნენ. მათ Golden Boy-ს, იგივე „ოქროს ბიჭუნას“ პრიზის ახალი მფლობელი უნდა გამოავლინონ.

ვიდრე უშუალოდ პრიზისთვის ბრძოლაში ფავორიტებს წარმოგიდგენდეთ, ორიოდ სიტყვით თავად დაჯილდოების შესახებ გიამბობთ.

სპორტული მედიის 40 წარმომადგენელი ყოველი წლის ბოლოს, ევროპაში მოთამაშე საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელთა ასეულს ადგენს და გამარჯვებულს აჯილდოებს. პირველად დაჯილდოების ცერემონიალი 2003 წელს ჩატარდა და პრიზი ჰოლანდიელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა მიიღო.

ჯილდო მალე ძალიან პრესტიჟულად იქცა და იგი ისეთმა ფეხბურთელებმა მოიგეს, რომლებმაც მომავალში დიდი ფეხბურთი ითამაშეს. მათ შორის უეინ რუნიმ, ლეო მესიმ, სერხიო აგუერომ, პოლ პოგბამ… ბოლო გამარჯვებული „აიაქსის“ და ჰოლანდიის ნაკრების ცენტრალური მცველი მატიას დე ლიხტი გახლავთ.

საბუკმეიკერო კანტორები ასეულიდან იმ გამორჩეულ ფეხბურთელთა ათეულს გვთავაზობენ, რომლებსაც ჯილდოს მოგების ყველაზე მეტი შანსი აქვთ: დიეგო დალოტი (მანჩესტერი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), კაი ჰავერტსი (ლევერკუზენი), ალექსანდერ ისააკი (სოსიედადი), მოიზე კინი (იუვენტუსი), დიეგო ლაინესი (ბეტისი), კან-ინ ლი (ვალენსია), ნიუნ პერესი (ატლეტიკო), ჯადონ სანჩო (დორტმუნდი) და ნიკოლა ძანიოლო (რომა).

წარსულში გამარჯვებულთა ჩამონათვალი კი ასეთია:

მათტას დე ლიხტი

2003 – რაფაელ ვან დერ ვაარტი (აიაქსი)

2004 – უეინ რუნი (ევერტონი, მანჩესტერი)

2005 – ლიონელ მესი (ბარსელონა)

2006 – სესკ ფაბრეგასი (არსენალი)

2007 – სერხიო აგუერო (ატლეტიკო)

2008 – ანდერსონი (მანჩესტერი)

2009 – ალეშანდრო პატო (მილანი)

2010 – მარიო ბალოტელი (ინტერი, მანჩესტერ სიტი)

2011 – მარიო გიოტცე (დორტმუნდი)

2012 – ისკო (მალაგა)

2013 – პოლ პოგბა (იუვენტუსი)

2014 – რაჰიმ სტერლინგი (ლივერპული)

2015 – ენტონი მარსიალი (მონაკო, მანჩესტერი)

2016 – რენატო სანჩესი (ბენფიკა, ბაიერნი)

2017 – კილიან მბაპე (მონაკო, პსჟ)

2018 – მატიას დე ლიხტი (აიაქსი)

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...