ჭდე: სესკ ფაბრეგასი

Home სესკ ფაბრეგასი
ფაბრეგასი: იტალიაში ხანდახან ვერ ხვდები რა ხდება მოედანზე
ჩანაწერი

ფაბრეგასი: იტალიაში ხანდახან ვერ ხვდები რა ხდება მოედანზე

„კომოს“ მწვრთნელმა სესკ ფაბრეგასმა, რომელმაც გასულ სეზონში პროვინციული გუნდის მეოთხე ადგილზე გაყვანით საყოველთაო აღტაცება დაიმსახურა, ინტერვიუ მისცა The Athletic-ს , სადაც სერია A-ს პრობლემებზე ილაპარაკა. „იტალიაში მოგება ძნელია, – თქვა მან, – აქ ძალიან ბევრი 0:0 და 1:0-ია. აქაური გუნდები შეტევას კი არ ცდილობენ, არამედ უნდათ, რომ დაცვითა და პრესინგით გაგანულონ. მერწმუნეთ ასეა. ფეხბურთზე ძალიან...

ფაბრეგასის მაგვარი ალბათ ფაბრეგასია
ჩანაწერი

ფაბრეგასის მაგვარი ალბათ ფაბრეგასია

RedBird Capital Partners არის ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2014 წელს ნიუ-იორკში დააფუძნა ბიზნესმენმა ჯერი კარდინალემ. ის განაგებს მილიარდობით დოლარის კაპიტალს და სპეციალიზებულია რამდენიმე ძირითად სექტორზე: სპორტი, მედია, გასართობი ინდუსტრია, ტექნოლოგიები და ფინანსები. RedBird იტალიური საფეხბურთო გიგანტის „მილანის“ მფლობელიცაა და სწორედ ამიტომ დაიბარა ხსენებულმა კარდინალემ გუშინ დილით ქალაქ მილანის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში კლუბის...

კვარაცხელიას ფაბრეგასი ლანძღავდა
ჩანაწერი

კვარაცხელიას ფაბრეგასი ლანძღავდა

„ნაპოლისა’’ და „კომოს’’ შეხვედრა, რომელიც ნეაპოლელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 3:1 დასრულდა მხოლოდ მოედანზე მომხდარი ამბებით კი არა, მოედანს მიღმა ვნებათაღელვითაც გამოირჩეოდა, რამაც გულშემატკივრებსა და კომენტატორებს ლაპარაკის საბაბი მისცა. ცნობილმა ჟურნალისტმა ლუკა ჩერკიონემ სოციალურ მედიაში ერთ კონკრეტულ ეპიზოდს გაუსვა ხაზი. „ფაბრეგასი კვარაცხელიას ლანძღავდა, ყვითელი ბარათი კი რატომღაც კონტემ მიიღო’’, ― დაწერა მან. ჩერკიონე წერს, რომ მსაჯმა ერმანო...

ფაბრეგასი: მე მას ვერ შევეგუე
ჩანაწერი

ფაბრეგასი: მე მას ვერ შევეგუე

ესპანელმა ვარსკვლავმა სესკ ფაბრეგასმა გაიხსენა „ჩელსიში“ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი და „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელებს უთხრა, თუ რას უნდა ელოდნენ იტალიელი მწვრთნელისგან. მოგეხსენებათ, ამ თვეში კონტე ინგლისში დაბრუნდა, სადაც „სფურზი“ ჩაიბარა. ჩრდილო ლონდონელებს პორტუგალიელი თავკაცი ნუნუ ესპირიტო სანტო არ გამოადგათ და თანამდებობიდან მოხსნეს. ფაბრეგასი 34 წლისაა, „მონაკოში“ კარიერას ასრულებს. მისი აღწერით, კონტე არის ხელმძღვანელი, რომელსაც...

ეშმაკი სესკი
ჩანაწერი

ეშმაკი სესკი

„მარკას” რუბრიკიდან „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია” რამდენიმე ისტორია უკვე გაგაცანით. კორონავირუსის პანდემიის გამო შინ გამოკეტილ ხალხს მადრიდული გაზეთი საინტერესო ამბებით ახალისებს, რომელთა მოყოლაც თავის დროზე ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლო ან უბრალოდ თავი აარიდა. დღეს გვინდა სესკ ფაბრეგასის „არსენალიდან” „ბარსელონაში” გადასვლა გავიხსენოთ. შესავალში გაზეთი წერს, რომ „ბარსელონას” ხშირად აბრალებენ, თითქოს ცნობილ(!) ფეხბურთელებთან, რომლებიც კატალონიურმა კლუბმა...

ასე გადაირია სესკ ფაბრეგასი (video)
ჩანაწერი

ასე გადაირია სესკ ფაბრეგასი (video)

ეს სახალისო ვიდეო სესკ ფაბრეგასის ტვიტერზე ვნახეთ. იზოლაციის მეოთხე დღეა და სახლში ჯდომისგან ხალხი გადაირიაო, წერს „მონაკოს” 32 წლის ვარსკვლავი. კადრში კი ხედავთ, თუ როგორ გამოდის მსოფლიოს 2010 წლისა და ევროპის 2008 და 2012 წლების ესპანელი ჩემპიონი დილით აივანზე და ყვირის: — დილა მშვიდობისა მეზობლებო. პასუხად ესმის: — წადი შენი… (ქართულად ასე უფრო კარგად აღიქმება) და...

სეტიენმა ბარსაში გვარდიოლა დააბრუნა?
ჩანაწერი

სეტიენმა ბარსაში გვარდიოლა დააბრუნა?

ორი მატჩი (მათ შორის ერთი სათასო) ძალიან ცოტაა მწვრთნელის ხელწერაზე სასაუბროდ, მაგრამ „ბარსელონაში“ ნახევარი სეზონი ავანსად არასოდეს არავისთვის უჩუქებიათ. რა შეიძლება ითქვას კიკე სეტიენის პირველ ორ მატჩზე? იქმნება სურათი, რომ კიკე ბარსელონაში გვარდიოლასდროინდელი ფეხბურთის დაბრუნებას აპირებს და დაცვაში თამაში ისევ მეორეხარისხოვანი გახდება. უმთავრესი ისაა, რომ კიკე სეზონის ბოლომდე ვერ დაიხმარს ლუის სუარესს. ასეთ ვითარებაში ფატი...

დაუფასებელი…
ჩანაწერი

დაუფასებელი…

არტურო ვიდალის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა და არა იმიტომ, რომ ვერ თამაშობს, არამედ – საუკეთესო ფორმაშია. ეს ერთგვარად პარადოქსია, თუ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოა, თავად კლუბში დარჩენა უნდა, რატომ უნდა გაუშვან? „ბარსელონას“ შემადგენლობაში ბევრი ვარსკვლავია და სათამაშო დრო ყველას უნდა. ამას თავად ჩილელიც ხედავს, გრძნობს და განიცდის… ვიდალს დიდებული სეზონი აქვს, ლა ლიგაში სულ 524 წუთი...

აღარ კმარა?!
ჩანაწერი

აღარ კმარა?!

ასაკოვანს ვერ იტყვი – საფეხბურთო საზომებითაც კი მხოლოდ გამოცდილი თუ ითქმის. ჰოდა, რა გასაკვირია, თუ 32 წლის სესკ ფაბრეგასმა ესპანეთის ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. „ზურგს უკან მაღალ დონეზე ჩატარებული 800-ზე მეტი მატჩი მაქვს. შესაძლოა, ფიზიკური კონდიციები იგივე არ მქონდეს, რაც 20 წლის ასაკში, მაგრამ საშუალოზე კარგ სათამაშო ფორმაში ნამდვილად ვარ,“ – განაცხადა ფაბრეგასმა. ესპანელ ნახევარმცველს...

რა დალია მესიმ?
ჩანაწერი

რა დალია მესიმ?

ვიდრე „ბარსელონა“ იაპონური ტურნედან დაბრუნდებოდა, კატალონიაში ლეო მესი და ლუის სუარესი დაბრუნდნენ, რომლებსაც კოპა ამერიკას შემდეგ შვებულება ჰქონდათ და მცირე ხნით ანტიგუა და ბარბუდაზე შეიარეს. ლეო ბარსელონაში დიდ ხანს არ გაჩერებულა და მთელ ოჯახთან ერთად იბიცას მიაშურა. დღე-ღამეში 5.5-ათასევროიან ნომერში ლეომ ცოტა დაისვენა და საუკეთესო მეგობრებს უხმო შვებულების ბოლო დღეების ერთად გასატარებლად. ლუის სუარესი, ხორდი...