ჟურნალისტები და სპეციალისტები წინა სეზონის რჩეულთა გამოვლენას შეუდგნენ. მათ Golden Boy-ს, იგივე „ოქროს ბიჭუნას“ პრიზის ახალი მფლობელი უნდა გამოავლინონ. ვიდრე უშუალოდ პრიზისთვის ბრძოლაში ფავორიტებს წარმოგიდგენდეთ, ორიოდ სიტყვით თავად დაჯილდოების შესახებ გიამბობთ. სპორტული მედიის 40 წარმომადგენელი ყოველი წლის ბოლოს, ევროპაში მოთამაშე საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელთა ასეულს ადგენს და გამარჯვებულს აჯილდოებს. პირველად დაჯილდოების ცერემონიალი 2003 წელს ჩატარდა და...
ჭდე: სესკ ფაბრეგასი
მესუთ განტევების ვაცი
„არსენალი” ევროპულ გამარჯვებას 25 წელი ელოდა და… სულ მცირე გაისამდე კიდევ მოუწევს ცდა. „მეთოფეებმა” ევროლიგის ფინალში, ბაქოში, „ჩელსისთან” 1:4 წააგეს. ჩრდილოლონდონელთა ფანებს განტევების ვაცის ძებნა დიდხანს არ დასჭირვებიათ. საამისოდ, საუკეთესო კანდიდატურა 30 წლის მესუთ იოზილი აღმოჩნდა, რომელიც უნაი ემერიმ 77-ე წუთზე შეცვალა და რომელსაც აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩასულმა ფანებმა უსტვინეს. იოზილს კრიტიკოსები არც სტადიონს მიღმა დაკლებია....
სესკი მივიდა ტიტი წავიდა
სესკ ფაბრეგასი „ჩელსიდან” „მონაკოში” თავისი ყოფილი თანაგუნდელის ტიერი ანრის გამო გადავიდა, მაგრამ… ვეტერანი ახალ გუნდში 11 იანვარს მივიდა, ანრი კი ორ კვირაში მწვრთნელის თანამდებობიდან დაიფრინეს. ადრეც მოგახსენეთ, რომ ანრის როგორც მწვრთნელს „მონაკოში” არ გაუმართლა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 21 შეხვედრაში მხოლოდ 15 ქულა მოიპოვა. ფრანგული ფეხბურთის 41 წლის ლეგენდის თავკაცობით საგრაფოს გუნდმა 12 შეხვედრიდან ორის მეტი...
დერბი დელა მადონინა ფაბრეგასისთვის
„ჩელსიმ” შესაძლოა სესკ ფაბრეგასი უბრალოდ დაკარგოს, მის სანაცვლოდ ცენტიც კი ვერ მიიღოს — „მილანმა” მუდმივ კონკურენტ „ინტერს” სასურველი მოთამაშის ცხვირწინ აცლა მოუნდომა და საამისოდ პრაქტიკული ნაბიჯიც გადადგა. ფაბრეგასს კი დასავლეთ ლონდონელებთან კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს, ზაფხულში ეწურება. კატალონიელი ჯერჯერობით ელოდება შესთავაზებენ თუ არა „ლურჯები” მის განახლებას. „ჩელსიდან” წასვლაზე კი საქმე ასეა: 31 წლის ნახევარმცველს იანვარში...
პიკე ძმაკაცია, მაგრამ იტყუებოდა
იყო თუ არა პენალტი? რამდენად სამართლიანად დანიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ესპანეთის კარში ანუ რუსეთის სასარგებლოდ ჰოლანდიელმა მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა? მოგეხსენებათ, თავიდან ესპანელები იგებდნენ, მაგრამ 41-ე წუთზე ჟერარდ პიკემ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა. პენალტი არტიომ ძიუბამ დაარტყა და ანგარიში გაქვითა. საბოლოოდ კი პენალტების სერიაში რუსებმა გაიმარჯვეს. „ბარსელონას” ვარსკვლავი არბიტრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო. BBC-ზე, წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა...
რაზე ესაუბრა ლინეკერი ფაბრეგასს?
გარი ლინეკერმა ტელეკომპანია BBC-სთვის „ჩელსისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველთან, სესკ ფაბრეგასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაიწერა. „ფაბრეგასმა მითხრა, რომ მომავალზე ლაპარაკი არ უყვარს, რადგან რამდენჯერაც საჯაროდ თქვა რამე, იმდენჯერ მის ცხოვრებაში ყველაფერი ყირაზე დადგა“ — თქვა ჟურნალისტმა, რომელმაც ფეხბურთელობის წლებში, ინგლისის ნაკრებში 80 თამაში ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა. ლინეკერმა ყველაზე დიდი ტიტულები — ესპანეთის „სამეფო თასი“...



