„დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი, უეინ რუნი, თურმე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ან „ევერტონის“ თავკაცობაზე ოცნებობს. „ახლა მთლიანად „დერბიზე“ ვარ გადართული. როგორმე ჩემპიონშიფში ადგილი უნდა შევანარჩუნებინო. ისე კი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ან „ევერტონის“ გაწვრთნაზე ვოცნებობ. ეს კლუბები მშობლიურია ჩემთვის. თუ ოდესმე ასე მოხდა, დიდ სამწვრთნელო მიღწევად ჩავითვლი. შეგახსენებთ, რომ რუნიმ საფეხბურთი კარიერა სწორედ „ევერტონში“ დაიწყო და იქიდან გადავიდა „მანჩესტერ...
ჭდე: რუნი
რუნი მთავარია
უეინ რუნი „დერბის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას შეასრულებს. „მანჩესტერის“ და ინგლისის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი აქამდეც მოთამაშე-მწვრთნელი იყო, მაგრამ შაბათს პოსტიდან ფილიპ კოკუს გაშვების შემდეგ დამოუკიდებლად მოუწევს გუნდის გაძღოლა. მის სამწვრთნელო შტაბში ლიამ როზენიორი, შეი გივენი და ჯასტინ უოლკერი შედიან. მუდმივი მთავარი მწვრთნელი ნოემბრის ბოლოს დაინიშნება, როცა შეიხი ხალიდი კლუბის შეძენის პროცედურას დაასრულებს. მანამ კი რუნი...
რებეკა, შე ბოზო
უეინ რუნის მეუღლე კოლინმა ჯეიმი ვარდის თანამეცხედრე რებეკა ჯაშუშობაში ამხილა. როგორც აღმოჩნდა, ვარდის გულის ვარდმა, რუნების საცვალი მზის სინათლეზე გამოჰფინა, ანუ, ჭორიკანა ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს მიჰყიდა და ამით ხელიც გვარიანად მოითბო. „ის ჩემიანად მიმაჩნდა, ვმეგობრობდით და ბოროტად ისარგებლა ჩემი ნდობით. მას წვდომა ჰქონდა ჩემს იმ პროფილთან, სადაც მხოლოდ ძალიან შინაურები მყავდა დამატებული,” – განაცხადა...
მესამე რაულის და რუნის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგაში წუხელ ბევრი ისეთი მატჩი შედგა, „ზალცბურგი“-„გენკის“ შედეგიც კი ნაკლებად დააინტერესებდა ფეხბურთის გურმანს. არადა, დღის გმირი სწორედ ამ დაპირისპირებამ შვა. „ზალცბურგი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოს 1994 წელს მოხვდა და ახლა 25 წლის განმავლობაში ნაგროვები ემოცია ავსტრიელებმა ბელგიურ „გენკს“ ცუნამივით დაატეხეს თავს – 6:2. მასპინძლებმა სულ 13-ჯერ დაარტყეს ზუსტად კარის ჩარჩოში და აქედან პირველივე...
რატომ წავიდა რონალდინიო ბარსელონაში?
ზუსტად 16 წლის წინ, 2003 წლის 20 ივლისს, ბრაზილიელმა ჯადოქარმა რონალდინიომ ბარსელონას მიაშურა და ისტორიის დაწერა დაიწყო, თუმცა შეიძლებოდა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარებულიყო. თურმე, მსოფლიოს ჩემპიონს, ოქროს ბურთის და ჩემპიონთა ლიგის მომგებს სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერში“ გადასვლას სულ 48 საათი აშორებდა, როცა საქმეში კატალონიელები ჩაერთვნენ და ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადეს. “ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მოსაგვარებელი...
კაი და სანჩო
ჟურნალისტები და სპეციალისტები წინა სეზონის რჩეულთა გამოვლენას შეუდგნენ. მათ Golden Boy-ს, იგივე „ოქროს ბიჭუნას“ პრიზის ახალი მფლობელი უნდა გამოავლინონ. ვიდრე უშუალოდ პრიზისთვის ბრძოლაში ფავორიტებს წარმოგიდგენდეთ, ორიოდ სიტყვით თავად დაჯილდოების შესახებ გიამბობთ. სპორტული მედიის 40 წარმომადგენელი ყოველი წლის ბოლოს, ევროპაში მოთამაშე საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელთა ასეულს ადგენს და გამარჯვებულს აჯილდოებს. პირველად დაჯილდოების ცერემონიალი 2003 წელს ჩატარდა და...





