ბრაზილიისა და სერბეთის თამაში ცხრა წუთის დაწყებული იყო, როდესაც „სელესაოსა” და „რეალის” მარცხენა მცველი მარსელო გაჭირვებით გავიდა მოედნიდან. მას სახე ტკივილისგან ჰქონდა შეწუხებული. ბრაზილიელთა გასახარად შეხვედრა 2:0 დასრულდა, მარსელომ კი ინსტაგრამზე დაწერა, რომ არაფერი სჭირს და მოედანს მალე დაუბრუნდება.
„ღვთის მადლით ცუდი არაფერია. უმოკლეს დროში მოედანზე ვიქნები”, — თქვა 30 წლის ვარსკვლავმა.
მერვედფინალში ბრაზილია მექსიკას ხვდება. მარსელო, როგორც ჩანს ითამაშებს, მაგრამ არის კი გარანტია, რომ მას კვლავ არ ატკივდება წელი? ბრაზილიელთა ექიმმა როდრიგო ლასმარმა უცნაური რამ თქვა:
„გადაჭრით თქმა ითამაშებს თუ არა მარსელო მექსიკასთან ჯერ ცოტა ადრეა. რაც შეეხება პასუხს კითხვაზე რა დაემართა მას სერბეთთან თამაშის დროს: ვფიქრობ, სასტუმროში ცუდი მატრასები იყო და ტრავმაც ამან განაპირობა”.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
