„რეალის“ ყოფილი კაპიტანი მარსელო, დიდი ალბათობით, საფეხბურთო კარიერას ამ ზაფხულს დაასრულებს.
სამეფო კლუბთან კონტრაქტი მას გასული სეზონის ბოლოს დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახდა. ჰქონდა წინადადებები სხვადასხვა კლუბებიდან, თუმცა, არც ერთმა დააინტერესა.
34 წლის მარსელო „რეალის“ ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. მადრიდელებთან ერთად მას 25 ჯილდო მოუგია. ბრაზილიელი მადრიდულ კლუბში 2007-2022 წლებში თამაშობდა.
მისი დაახლოებული პირები კი ამბობენ, რომ მარსელო საფეხბურთო ფუნქციონერი გახდება. ამჟამად ის ორი კლუბის: ბრაზილიური „აზურისის“ და პორტუგალიური „მარფას“ თანამფლობელია.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
