მადრიდის „რეალის“ მცველმა მარსელომ კარიერა, შესაძლოა, საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. 32 წლის ბრაზილიელით „მონაკო“ დაინტერესებულა.
სამთავროელები, თურმე, მზად არიან „სამეფო კლუბის“ მარცხენაფლანგელს სამწლიანი კონტრაქტი და სეზონში ჯამაგირად 6 მილიონი ევრო შესთავაზონ.
ამჟამად მარსელოს „რეალში“ წელიწადში 9 მილიონს უხდიან.
გამოცემა ასევე წერს, რომ მარსელოსთვის თვალი „იუვენტუსსაც“ დაუდგამს.
ბრაზილიელი მადრიდულ კლუბში 2007 წელს გადავიდა „ფლუმინენსედან“ 6,5 მილიონ ევროდ. მის კონტრაქტს კი ყავლი 2022 წლის ზაფხულში გასდის.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
