„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა კაზემირომ შესაძლოა გუნდი დატოვოს. ბრაზილიელი ფეხბურთელით საუდის არაბეთის კლუბები დაინტერესდნენ. „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა კი კაზემიროს ხელსაყრელი პირობებით გაყიდვით არის დაინტერესებული. 31 წლის კაზემირო „მანჩესტერს“ მადრიდის „რეალიდან“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ოთხი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლის...
ჭდე: კაზემირო
კროოსი კაზემიროზე – უცნაურია
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ტონი კროოსი თანაგუნდელის, კაზემიროს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას გამოეხმაურა. „მისმა გადაწყვეტილებამ გამაკვირვა. კაზემიროს რაღაც ახლის დაგემოვნება უნდოდა. ახლა ის 30 წლისაა და იცის, რომ ორ-სამ წელიწადში ასეთი შესაძლებლობა აღარ მიეცემოდა. შესაძლოა, ასეთი ავანტიურა ბოლო შანსად ჩათვალა და ამიტომაც გადადგა ეს ნაბიჯი. თავიდან არც ვიჯერებდი. როცა ყველაფერი გადაწყდა, ღამის ოთხ საათზე მივწერე ნუთუ აბანოში...
ცრემლი
„რეალის“ ნახევარმცველი, კაზემირო, ემოციურად დაემშვიდობა მადრიდულ კლუბს. „როცა 2013-ში „რეალში“ მოვედი, ვთქვი, რომ ყველაფერს გავიღებდი კლუბისთვის. ასეც მოხდა, უამრავი ჯილდო მოვიგე და ახლა ვალმოხდილი მივდივარ მანჩესტერში. ყოველთვის ძნელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, აგენტს ვუთხარი, რომ „რეალში“ ჩემი კარიერა დასრულებული იყო. შვებულების შემდეგ ზუსტად ასეთივე განწყობა მქონდა. ბედნიერი კაცი ვარ, რადგან მადრიდულ კლუბთან...
ორშაბათამდე ოლდ ტრეფორდზე?
„სანის” ექსკლუზიური ინფორმაციით, 30 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი კაზემირო „მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელი გახდება. „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგება მას ოთხწლიან კონტრაქტსა და კვირაში 350 000 გირვანქას მოუტანს. კაზემიროზე დიდი ანაზღაურება მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (480 000 გირვანქა კვირაში) და დავიდ დე ხეას (375 000) ექნებათ. როგორც გაზეთი ამბობს, „იუნაიტედის” საფეხბურთო საქმეთა დირექტორმა ჯონ მარტოუმ ბოლო ორ...
კაზემირო მანჩესტერში?
„მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლები მადრიდში იმყოფებიან და „რეალის“ ხელმძღვანელებს ესაუბრებიან. საქმე ის არის, რომ მანკუნიანელებს ბრაზილიელი ნახევარმცველის, კაზემიროს გადაბირება მოუსურვებიათ, მას შემდეგ, რაც ბარსელონადან ფრენკი დე იონგი ვერ დაიმატეს. მოლაპარაკების დეტალები ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, რომ 30 წლის კაზემირო ბრაზილიური „სან-პაულუს“ აღზრდილია. „რეალში“ კი 2013 წლის იანვრიდან თამაშობს. ხოლო ერიკ ტენ ჰაგის „მანჩესტერმა“ პრემიერლიგა ზედიზედ ორი წაგებით...
რეალი და კიდევ ერთი ბრაზილიელი?
მადრიდის „რეალის“ პრიორიტეტული ტრანსფერი ნახევარდაცვაში – ბრუნო გიმარაეში. ბრაზილიელი 24 წლისაა, „ნიუკასლმა“ ამ ზამთარს იყიდა „ლიონიდან“ და 48 მილიონი ევროც გადაიხადა. ეს კლუბის რეკორდია. ბრუნო გიმარაეშმა აშკარად გააძლიერა ჩაფულიანებული „ნიუკასლი“, თუმცა როგორც ფეხბურთელის გარემოცვაზე დაყრდნობით წერენ, „რეალში“ გადასვლა თავადაც სურს (რა გასაკვირია…). მოდრიჩი-კაზემირო-კროოსის სამეული მუდმივად ვერ ითამაშებს და ამიტომაც „რეალი“ მომავალზე ზრუნვას იწყებს. დაიწყო ედუარდო...
კაზემირო მესის ელის
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, კაზემირომ, ჟურნალისტებს ლიონელ მესის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი. „როცა მას უყურებ, არ შეიძლება არ აღფრთოვანდე, თუ ფეხბურთი გიყვარს, ესე იგი, მესიც გიყვარს. ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. „ბარსელონადან“ მისი წასვლის შემდეგ, ნათლად გამოჩნდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო გუნდისთვის. მალე ლეო ისევ ჩამოვა „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ მაგრამ ჩვენ მზად დავხვდებით.“ – დასძენს კაზემირო....
ანჩელოტი: მათ ბევრი დავალება არ სჭირდებათ
„რეალმა“ ლა ლიგის მე-13 შეხვედრაში, გრანადაში 4:1 გაიმარჯვა და ცხრილის სათავეშია. მადრიდელთა იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე თავისი ფეხბურთელები შეაქო. მან განსაკუთრებით კაზემირო, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი გამოყო. იხუმრა კიდეც, ეს სამეული 2031 წელსაც ასევე ითამაშებსო. „აქ სალაპარაკოც არაფერია. ეს სამეული ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. ჩემი აზრით, ასაკის მიუხედავად ისინი მსოფლიოს უძლიერესი...
კაზემირო გასაგდები იყოო
ყოფილი ესპანელი მსაჯი იტურალდე გონსალესი დარწმუნებულია, რომ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასა“ და „რეალის“ შეხვედრაში, რეფერის მადრიდელთა ბრაზილიელი ვარსკვლავი კაზემირო მოედნიდან უნდა გაეძევებინა. „რეალმა“ „მესტალიაზე“ დიდებულად შემოატრიალა თამაში, 0:1-ს აგებდა და ბოლო წუთებში ორი გოლი გაიტანა. ეპიზოდი, რომელსაც იტურალდე გონსალესმა ყურადღება მიაქცია, ჯერ კიდევ 0:0-ის დროს იყო და ვინ იცის, მსაჯს ბრაზილიელი ნახევარმცველი მართლა წითელი ბარათით რომ...
ბრაზილიის 100 წუთი
ევროპის ჩემპიონატზე უკვე ფლეი-ოფი იწყება, ოკეანის გადაღმა მიმდინარე „კოპა ამერიკაზე“ კი ჯერაც ჯგუფური ეტაპი მიდის. მეოთხე ტურში სრულიად ტურნირის მატჩი-მშვენება გაიმართა. კოლუმბიელთა ჯიგრიანი კრებული თითქმის ბოლომდე უგებდა ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე ბრაზილიას. შეცვლაზე შესულმა ბობი ფირმინომ მხოლოდ 78-ზე გაქვითა. მერე კი კაზიმირომ გამარჯვებისაც გაიტანა. გოლი ოფიციალურად 90-ე წუთზე აღირიცხა, თუმცა ამ დროს მე-10 დამატებული წუთი მიდიოდა. თითქოს...









