მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ტონი კროოსი თანაგუნდელის, კაზემიროს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას გამოეხმაურა.
„მისმა გადაწყვეტილებამ გამაკვირვა. კაზემიროს რაღაც ახლის დაგემოვნება უნდოდა. ახლა ის 30 წლისაა და იცის, რომ ორ-სამ წელიწადში ასეთი შესაძლებლობა აღარ მიეცემოდა. შესაძლოა, ასეთი ავანტიურა ბოლო შანსად ჩათვალა და ამიტომაც გადადგა ეს ნაბიჯი.
თავიდან არც ვიჯერებდი. როცა ყველაფერი გადაწყდა, ღამის ოთხ საათზე მივწერე ნუთუ აბანოში მარტო დამტოვებ – მეთქი (კროოსი აქ კაზემიროს პროფესიონალიზმს გულისხმობს. ის ადრე ამბობდა, რომ ბრაზილიელთან ერთად აბანოც კი სატრენაჟორო დარბაზია), ეტყობა ეძინა და მაშინვე არ უპასუხია. შემდეგ კი მომწერა, მაგრამ ვერ გაგიმხელთ რა სიტყვები იყო.
კაზემირო ჩემი მეგობარია და მისი წასვლა ნამდვილად სიურპრიზი გახლდათ. ისე, უცნაურია, ევროპა ლიგა როგორ ამჯობინა ჩემპიონთას, მათ შორის ხომ დიდი სხვაობაა“, – თქვა გერმანელმა მსოფლიო ჩემპიონმა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
