„რეალის“ ნახევარმცველი, კაზემირო, ემოციურად დაემშვიდობა მადრიდულ კლუბს.
„როცა 2013-ში „რეალში“ მოვედი, ვთქვი, რომ ყველაფერს გავიღებდი კლუბისთვის. ასეც მოხდა, უამრავი ჯილდო მოვიგე და ახლა ვალმოხდილი მივდივარ მანჩესტერში.
ყოველთვის ძნელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, აგენტს ვუთხარი, რომ „რეალში“ ჩემი კარიერა დასრულებული იყო. შვებულების შემდეგ ზუსტად ასეთივე განწყობა მქონდა.
ბედნიერი კაცი ვარ, რადგან მადრიდულ კლუბთან ერთად დიდი ისტორია შევქმენი. მეუღლემაც დამიჭირა მხარი გადაწყვეტილებაში.
ძნელი იყო ფლორენტინო პერესთან საუბარი, მაგრამ პატიოსნება ჩემი მთავარი ფასეულობაა და პატიოსნად დაველაპარაკე მას. ახლა ახალ გამოწვევებს ვეძებ. მინდა ახალ კულტურას ვეზიარო და „მანჩესტერ იუნაიტედს“ დავეხმარო ტიტულების მოგებაში,“ – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Mundo Deportivo.
სხვათა შორის, დამშვიდობებისას ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ კაზემიროც, მისი მეუღლეც და შვილიც ტიროდნენ.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:12ა-პოლომ ლიგას გახედა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
