ჭდე: კაზემირო

Home კაზემირო
რეალმა ბოლოს მაინც გატეხა მეტოქე
ჩანაწერი

რეალმა ბოლოს მაინც გატეხა მეტოქე

„რეალმა” იწვალა, მაგრამ საბოლოოდ გატეხა „ოსასუნას” დაცვა, მეტადრე კი შეუვალი მეკარე სერხიო ერერა და უმნიშვნელოვანესი ორი ქულა მოიპოვა — 2:0. თამაშის ბედი 76-ე წუთზე ტრადიციული თავურით ედერ მილიტაომ გაიტანა. მან ისკოს მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი შეაგდო სტუმართა კარში. მადრიდელთა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა გარისკა, ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსისთან” საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრის წინ ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი...

რეალი კაზემიროს გააპროტესტებს
ჩანაწერი

რეალი კაზემიროს გააპროტესტებს

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” ბერგამოს “ატალანტა” 1:0 კი დაამარცხა, მაგრამ მსაჯობით უკმაყოფილოა და უეფაში აპელაციის შეტანას აპირებს. საქმე ისაა, რომ ამ შეხვედრაში მადრიდელთა ნახევარმცველმა კაზემირომ ყვითელი ბარათი მიიღო, განმეორებაზე კი გამოჩნდა, რომ კაზემიროს იტალიელთა ფორვარდ დუვან საპატას წინააღმდეგ თამაშის წესები არ დაურღვევია. სხვა დროს “რეალი” ალბათ ასეთ დიდ ყურადღებას არ მიაქცევდა ბარათს,...

მთავარი იყო ბენზემას პასი
ჩანაწერი

მთავარი იყო ბენზემას პასი

„რეალმა” ბარსელონაში ქალაქის მეორე გუნდ „ესპანიოლს” 1:0 მოუგო და 32 ტურის შემდეგ პირველ გუნდ „ბარსელონას” 2 ქულით უსწრებს. მადრიდელების გამარჯვებაში ყველაზე ეფექტური საგოლე პასი გახლდათ. ქარიმ ბენზემამ პირველი ტაიმის მიწურულს კაზემიროს ბურთი ქუსლით ისე მიაწოდა,  რომ „ესპანიოლის” მცველებიცა და ტელემაყურებელიც სახტად დატოვა, ხოლო მთელს მსოფლიოში, სოციალურ ქსელებში, ხალხს  10 წლის წინანდელი ეპიზოდი გაახსენდა, როდესაც „დეპორტივოსთან”...

ზიდანის კაცი
ჩანაწერი

ზიდანის კაცი

ამბობენ, რომ ზინედინ ზიდანი „რელის” შემადგენლობაში თამაშის შანსს უმალ მის ფავორიტ ფეხბურთელებს აძლევს, ვიდრე ახლებს. ლაპარაკია იმ მოთამაშეებზე, რომლებიც „თეთრების” მთავარ გუნდში ჯერ კიდევ ფრანგის პირველი მადრიდული პერიოდის დროს ხვდებოდნენ, მაგრამ, მათ შორისაც არის განსხვავება. თუკი ეგრეთწოდებულ ზიდანის ფეხბურთელთაგან ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ის მწვრთნელის ბურჯი და საყრდენია, ეს ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო გახლავთ. ამ ეტაპზე...

ლა ლიგის ქურდები
ჩანაწერი

ლა ლიგის ქურდები

ესპანეთში, ლა ლიგის ფეხბურთელების სახლებს თითქმის ყოველდღე ძარცვავენ. რამდენიმე დღის წინ, მადრიდული დერბის მიმდინარეობისას კაზემიროს სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც მისი ცოლ-შვილი შინ იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, ბრაზილიელის ოჯახს არაფერი დაშავებია. ამჯერად, მძარცველები მეორე მადრიდული გრანდის, „ატლეტიკოს“ ფეხბურთელის თომას პარტეიისს სახლს ესტუმრნენ. ეს მაშინ, როდესაც ფეხბურთელი „ლოკომოტივთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოსკოვშია წასული. უპატრონოდ სახლი არც ახლა  იყო, მასში განელი...

ჩემს ამპლუაში საუკეთესო ბუსკეტსია
ჩანაწერი

ჩემს ამპლუაში საუკეთესო ბუსკეტსია

ბრაზილიის ნაკრებისა და „რეალის” ნახევარმცველმა კაზემირომ თქვა, რომ მის ამპლუაში მსოფლიოში საუკეთესო ბარსელონელი სერხიო ბუსკეტსია. „რეალისა” და „ბარსას” ქიშპიდან გამომდინარე კაზემიროს ასეთმა ნათქვამმა ბევრი გააოცა. „ჩემს პოიციაზე ბევრი ვარსკვლავი არ არის ასარჩევად რომ იყოს საქმე, მაგრამ თუ ერთის გამორჩევას მთხოვთ, სერხიო ბუსკეტსს დავასახელებდი. ის მსოფლიოში საუკეთესოა. მე მას უდიდეს პატივს ვცემ. ძალიან ძლიერები არიან კანტე...