ამბობენ, რომ ზინედინ ზიდანი „რელის” შემადგენლობაში თამაშის შანსს უმალ მის ფავორიტ ფეხბურთელებს აძლევს, ვიდრე ახლებს. ლაპარაკია იმ მოთამაშეებზე, რომლებიც „თეთრების” მთავარ გუნდში ჯერ კიდევ ფრანგის პირველი მადრიდული პერიოდის დროს ხვდებოდნენ, მაგრამ, მათ შორისაც არის განსხვავება. თუკი ეგრეთწოდებულ ზიდანის ფეხბურთელთაგან ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ის მწვრთნელის ბურჯი და საყრდენია, ეს ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო გახლავთ. ამ ეტაპზე კაზემირო, უპირველეს ყოვლისა, ბევრი სირბილით იპყრობს ყურადღებას.
პეპ გვარდიოლას ასეთი ფავორიტი „ბარსელონაში” სერხიო ბუსკეტსი ჰყავდა. როდესაც „რეალის” მწვრთნელი გახდა, პირველი, რაც ზიდანმა გააკეთა კაზემიროს ძირითად შემადგენლობაში შერწყმა იყო. „პორტუს” ყოფილი მოთამაშე „კასტილიაში” ყოჩაღობდა.
ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში, „რეალის” ყველა შეხვედრაში დროის 96% ითამაშა. ერთადერთი, ვინც მოედანზე მასზე მეტი ხანი დაჰყო ტონი კროოსია, მაგრამ „მარკას” ჟურნალისტების აზრით მხოლოდ იმიტომ, რომ სატრანსფერო სეზონში „რეალმა” ნახევარდაცვის გაძლიერება ვერ შეძლო და გერმანელის შემცვლელი ფიზიკურად არ ჰყავს.
კაზემიროს თავურმა „რეალი” ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრაში, „ბრიუგესთან” წაგებისგან იხსნა. მას დღეისათვის მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე კროოსსა და ლუკა მოდრიჩს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მოედანზე უფრო წინ თამაშობს.
კარს სანაკრებო პერიოდია მომდგარი. კაზემირო ბრაზილიის ნაკრებთან ერთად სინგაპურში უნდა გაემგზავროს, სადაც სენეგალს უნდა შეხვდეს, მაგრამ ამხელა მანძილზე მგზავრობის მიუხედავად, ის დაბრუნებისთანავე „ლოს ბლანკოსის” შემადგენლობაში იქნება.
დღეს კი 18 საათზე „რეალი” „გრანადას” მასპინძლობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
