მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, კაზემირომ, ჟურნალისტებს ლიონელ მესის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.
„როცა მას უყურებ, არ შეიძლება არ აღფრთოვანდე, თუ ფეხბურთი გიყვარს, ესე იგი, მესიც გიყვარს. ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.
„ბარსელონადან“ მისი წასვლის შემდეგ, ნათლად გამოჩნდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო გუნდისთვის. მალე ლეო ისევ ჩამოვა „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ მაგრამ ჩვენ მზად დავხვდებით.“ – დასძენს კაზემირო.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კაზემიროს „რეალი“ მესის „პარი სენ-ჟერმენს“ ხვდება. პირველი მატჩი პარიზში გაიმართება 15 თებერვალს, საპასუხო კი 3 მარტსაა. სწორედ ამ დღეს ჩავა ლეო „ბერნაბეუზე.“

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
სიახლეები29/06/2026 | 21:06ბარსელონაში კეინი ახსენეს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 13:52იბერია ისევ ლიდერია
