გმადლობთ!

გმადლობთ!

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მადლობა გადაუხადა „ლივერპულის“ გულშემატკივრებს, რომლებიც „ლივერპული“ – „იუნაიტედის“ მატჩის მე-7 წუთზე (კრიშტიანუს სათამაშო ნომერი) ფეხზე წამოდგნენ, პორტუგალიელს დაუსწრებლად მიესალმნენ და თანგრძნობა გამოუცხადეს, წინა დღეს დაღუპული ტყუპისცალი ვაჟის გამო. თავად კრიშტიანუ ამ დროს პორტუგალიაში იმყოფებოდა ოჯახთან ერთად.

„ერთი სამყარო…ერთი სპორტის სახეობა… ერთი დიდი ოჯახი… მადლობა, „ენფილდ!“ მე და ჩემი ოჯახი არასოდეს დავივიწყებთ ამ პატივისცემისა და თანადგომის ჟესტს“, – დაწერა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში.

Cristiano Ronaldo: Rival fans unite in support of Ronaldo and his family - CNNLiverpool and Manchester United fans show Cristiano Ronaldo support with seventh minute applause after death of his son - Manchester Evening News

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.