ფრანფურტის „აინტრახტმა“ „ბარსელონას“ სტუმრად 3:2 მოუგო და ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდა…
ეს მოულოდნელობა დიდწილად გერმანელი ფანების დამსახურებაა. უნიკალური ამბავია, ბარსელონას „კამპ ნოუზე“ „აინტრახტის“ დაახლოებით 30 000 გულშემატკივარი იყო. „ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გაბრაზებული იყო.
ამ ფაქტს სირცხვილი უწოდა: „სირცხვილია, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს. ამ ფაქტს გავაანალიზებთ. ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით სხვაგვარ ზომებს მივიღებთ, უფრო ფრთხილს. როგორც კატალონიელს, ნამდვილად შემრცხვა იმის გამო, რაც ხდებოდა. სამწუხაროა, რომ სტუმართა ამდენი გულშემატკივარი აღმოჩნდა ტრიბუნაზე და გპირდებით, მსგავსი რამ აღარ მოხდება“.
„აინტრახტის“ ავსტრიელმა მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა მოკლედ თქვა:
„ამ საღამოს ვერცერთი ჩვენგანი ცხოვრების ბოლომდე ვერ დაივიწყებს. ამ გრძნობას ფულით ვერ იყიდი“.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
