სადაც გამქონდა, გავზრდილვარ…

Home აქეთურ-იქითური სადაც გამქონდა, გავზრდილვარ…
სადაც გამქონდა, გავზრდილვარ…

Ronaldo pozitivan, propušta proslavu svog novog kluba - Sportklubლეგენდარულმა ბრაზილელმა რონალდომ კლუბი „კრუზეირო“ იყიდა.

ახლა მას აქციების 90 პროცენტი აქვს. „კრუზეიროს“ ყიდვა ფენომენს 70 მილიონი დოლარი დაუჯდა. ეს ის კლუბია, სადაც პროფესიონალური კარიერა დაიწყო.

რონალდო თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ „კრუზეიროს“ ფეხბურთელის სტატუსით წაიყვანეს: ეს 1994 წლის მონდიალზე, სადაც ერთი წუთიც არ უთამაშია.

სამაგიეროდ, ბევრს აკეთებდა „კრუზეიროში“ – ერთ სეზონში 44 გოლი გაიტანა. აბა, სხვაგვარად 17 წლის ბიჭს მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანდნენ.

სხვა საქმეა, რომ „კრუზეიროს“ არცთუ კარგი პერიოდი აქვს. სერია B-ში თამაშობს, ანუ ბრაზილიის რანგით მეორე ლიგაში.

ბრაზილიელი ფენომენი ასევე ფლობს ესპანურ „ვალიადოლიდს“. მწვრთნელობა, აგენტობა თუ სპორტული დირექტორობა, ეტყობა, მასში არაა.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ