„ევერტონის“ უკრაინელმა მარცხენა მცველმა ვიტალი მიკოლენკომ თქვა, სულაც არ ვნანობ, რუს ფეხბურთელებს მშიშრები რომ ვუწოდეო. მან ისიც აღნიშნა, რომ რუსების ფორვარდ არტიომ ძიუბასთან ეცადა დალაპარაკებას, მაგრამ შედეგი – ვერაფერი…
„რაც მინდა იმას ვამბობ. რუსები კი ეტყობა ასე არ არიან. ძიუბას მივწერე, ის ხომ ნაკრების კაპიტანია. მივწერე, რომ საუბარი მსურდა, მაგრამ რამდენიმე დღე გავიდა და არ მიპასუხა.
…და როცა კაპიტანი ჩუმადაა, სხვა რას იტყვის?! ერთი ნამდვილად ვიცი – რუს ფეხბურთელებს შეუძლიათ საერთო განცხადების გაკეთება. მოილაპარაკონ და გააკეთონ. ყველას ხომ ვერ დაიჭერენ?!
…მაგრამ ამას არ აკეთებენ, ესე იგი, მხარს უჭერენ ომს. ახლა იქ კანონი შემოიღეს, „არა ომს“ თუ თქვი, ჯერ გაფრთხილებენ, მეორე ჯერზე კი ციხეში გაგიშვებენ. მაგრამ გავიმეორებ, ყველას ვერ დაიჭერენ!“
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
