შვიდი წლის წინათ, გიბრალტარელი ექიმი ევა კარნეირო ლამის ყველაზე ცნობილი ქალი გახდა საფეხბურთო სამყაროში. ამაბვი „ჩელსის“ უკავშირდება, რომლის ექიმიც გახლდათ ის მაშინ.
„სოუნსის“ წინააღმდეგ მატჩში ის კლუბის მთავარ ფიზიოთერპევტ ჯონ ფერნთან ერთად მინდორზე შევარდა ედენ აზარის სამკურნალოდ. „ლურჯების“ მაშინდელი დამრიგებელი, ჟოზე მოურინუ ამ ეპიზოდმა ძალიან გააბრაზა და ქალბატონი კლუბიდან დაითხოვა. თანაც უშვერი სიტყვებით მოიხსენია. მერე იყო ხანგრძლივი სასამართლო, რომელიც სხვათა შორის, კარნეირომ მოიგო.
მას შემდეგ კარნეიროს შესახებ არავის არაფერი სმენია. ახლა კი გამოჩნდა. თურმე ყატარში მუშაობს, ერთერთ ჰოსპიტალში, ორთოპედიულ – სპორტული მედიცინის განხრით და მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისასაც, რომელიც წლეულს ამ ქვეყანაში ნოემბერ-დეკემბერში გამართება, აქტიურად იღვაწებს.
კიდევ საფეხბურთო კლუბის მფლობელიც გამხდარა – ინგლისური ნახევრად-სამოყსვარულო კლუბის, ლუისის ინვესტორია.
![]()
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 13:52იბერია ისევ ლიდერია
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
