მარკო ვან ბასტენმა ზედმეტად დაცვითი ტაქტიკის გამო დიეგო სიმეონე გააკრიტიკა. წარსულში ცნობილმა ნიდერლანდელმა სუპერფორვარდმა აღნიშნა, რომ ასეთ ტაქტიკას მომავალი არ აქვს და მხოლოდ დღევანდელობაზეა მორგებული. „რასაც „ატლეტიკო“ თამაშობს, დაშვებულია, მაგრამ გაკვირვებული ვარ, რომ არსებობს გუნდი, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ იმას ცდილობს, გოლი არ გაუშვას“. ვან ბასტენმა დაამატა, რომ „ატლეტიკოს“ თამაშის დროს ტელევიზორის სხვაგან გადართვა...
Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)
ტუხელ-ანჩელოტის გადაძახილები
„ჩელსი“ – „რეალი“ 1:3… ეს ვნახეთ, საპასუხო მატჩი კი დღეს მადრიდშია და ორივე გუნდის მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. თომას ტუხელმა აღნიშნა, რომ მის გუნდს გასვლის მცირე შანსი დარჩა. რა არის ეს? ეშმაკობა თუ რეალობა? შესაძლოა, ორივე. ობიექტურადაც რომ შევხედოთ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სასწაულის ტოლფასი იქნება. რაც შეეხება ანჩელოტის, მან ტუხელის სიტყვებზეც გააკეთა მცირე კომენტარი...
ვან გაალი: სიმსივნე დამარცხებულია!
70 წლის ლუი ვან გაალმა სიმსივნე დაამარცხა. ამის შესახებ თავად განაცხადა… ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა ერთი კვირის წინ თქვა, რომ მძიმე დაავადება აწუხებდა (პროსტატის სიმსივნე) და პრესას რომ არ გაეგო, ისე მკურნალობდა. ახლა კი სასიხარულო ინფორმაცია გააჟღერა: „მთლიანი კურსი გავიარე. 25 სეანსი დამჭირდა, ამის შემდეგ კი 5-6 თვე უნდა მომეცადა, რათა შედეგები მენახა. კურსმა წარმატებით იმოქმედა,...
რატომ გაჩერდა სანე?
ლეროი სანეს ბოლო 7 მატჩში არც გოლი გაუტანია, არც საგოლე პასი გაუკეთებია. „ბაიერნის“ შემტევი მაგარ ფორმაში იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ისევ მოუკლო. ან შესაძლოა ბევრი არ დაგვეთანხმოს და ეს მხოლოდ სტატისტიკაა. ბოლო მატჩში („აუგსბურგთან“) სანე მეორე ტაიმის შუაში შეცვალეს, მან კი სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა იუარა და გასახდელში შევიდა გაბრაზებული. მერე იულიან ნაგელსმანს სწორედ სანეზე ჰკითხეს:...
როდემდე სხვის იმედზე?
17 მატჩში მხოლოდ 8 მოგება. რალფ რანგნიკის ხელში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თამაშების მხოლოდ 47 პროცენტი მოიგო, რაც ამ საუკუნეში „წითელი ეშმაკების“ მწვრთნელებისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მანკუნიანელებმა „ევრტონთან“ 0:1 წაგების მერე უფრო გაირთულეს პრემიერლიგის ოთხეულში გასვლის შანსი. რანგნიკმა კი სულაც გაბრაზებულმა თქვა: „ვიდრე ჩვენს თამაშებს არ მოვიგებთ, მშვიდად ვერ ვიქნები. სულ სხვის იმედზე ყოფნა კარგს არაფერს მოიტანს....
გარეთ ბეილი, შიგნით სტვენა
გარეთ ბეილმა „რეალში“ ითამაშა. ეს დაახლოებით ისეა, ბრაზილიაში თოვლი მოვიდეს. ბეილი 74-ე წუთზე გამოჩნდა „რეალი“ – „ხეტაფეს“ შეხვედრაში (ქარიმ ბენზემა შეცვალა) და გემრიელი სტვენაც ხვდა წილად. ეს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მისი პირველი მატჩი იყო ორი წლის განმავლობაში… ხან ტრავმა, ხან ცუდი სათამაშო ფორმა, ხან მწვრთნელების უნდობლობა – უელსელს აიწონა-დაიწონა კარიერა აქვს. სამაგიეროდ, ნაკრებში ძალიან მაგარია. სწორედ...
კასანო: იტალიური ფეხბურთი ნაგავია
ანტონიო კასანო ხშირად აკეთებს მკვახე განცხადებებს და ამბობს, რომ ვერ იტანს მშიშარა მწვრთნელებს და ასეთებს ეძახის მათ, რომლებიც უფრო დაცვაზე აკეთებენ აქცენტს. „იტალიური ფეხბურთი ნაგავია. მე ვამბობ კაპელოსა და ალეგრის ფეხბურთზე. ასევე სიმეონეზეც. საბედნიეროდ, ასეთი სტილი ნელ-ნელა არქივში მიდის, მაგრამ იტალიაში მაინც ბევრი მისდევს და ეს ცუდია. გამონაკლისებიც არიან, მაგალითად, მომწონს გასპერინი და მანჩინი. …რა...
ჰოლანდი ჯერ ლანდია. რატომ?
„დორტმუნდის“ ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი ბოლო პერიოდში ძველებურად შედეგიანი ვეღარ არის. 5 მატჩი გოლის გარეშე – ასეთი რამ გერმანიაში არ მოსვლია, თუმცა ისიცაა, რომ ამ 5 შეხვედრაში ყოველთვის სრული 90 წუთი ვერ ითამაშა. ნორვეგიელს ტრავმა ჰქონდა და წვრილ-წვრილმა დაზიანებებმა ბოლო ექვს თვეში ძალიან შეაწუხა. სპეციალისტების ნაწილი ნაკლებშედეგიანობას სატრანსფერო ამბებსაც უკავშირებს: ჰოლანდი ჩემოდანზე ზის და ისეთი...
შოთა და იოზილი ერთად?
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი მესუთ იოზილი, შესაძლოა, ინგლისის „ჰალში“ გადავიდეს. გუნდში, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის. იოზილი „ფენერბახჩეს“ ფეხბურთელია და გაირკვა, რომ სეზონის ბოლოს კონტრაქტს გაწყვეტს, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდება. იყო საუბარი ამერიკულ „ინტერ მაიამიში“ გადასვლაზე, მაგრამ ახლა „ჰალი“ ჩაერთო საქმეში… ამ ინგლისურ კლუბს თურქი მფლობელი ჰყავს. „ვეფხვები“ ჩემპიონშიფის 24 გუნდს შორის მე-20 ადგილზე არიან....
დაფასება! ალექსანდრე ჩივაძე პირველია
მის გარეშე წარმოუდგენელი იყო თბილისის „დინამოს“ ოქროს წლები. და ხუმრობა არაა, ამდენი წლის განმავლობაში არა მხოლოდ „დინამოს“, მთლიანად იმხელა საბჭოთა კავშირის კაპიტანი ყოფილიყავი. ეს ფეხბურთელობაზე მეტს ნიშნავდა. კაცი-ავტორიტეტი, კაცი-სიხალისე, კაცი-ურთიერთობა. ეს ალექსანდრე ჩივაძეა. 8 აპრილი ბატონი საშას დაბადების დღეა! საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს 67 წელი შეუსრულდა. თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ ლეგენდარული კაპიტანი დააფასა და...









