ლეროი სანეს ბოლო 7 მატჩში არც გოლი გაუტანია, არც საგოლე პასი გაუკეთებია.
„ბაიერნის“ შემტევი მაგარ ფორმაში იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ისევ მოუკლო. ან შესაძლოა ბევრი არ დაგვეთანხმოს და ეს მხოლოდ სტატისტიკაა.
ბოლო მატჩში („აუგსბურგთან“) სანე მეორე ტაიმის შუაში შეცვალეს, მან კი სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა იუარა და გასახდელში შევიდა გაბრაზებული. მერე იულიან ნაგელსმანს სწორედ სანეზე ჰკითხეს:
„მე ძალიან მომწონს როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანიც. ყველამ იცის, რომ სანეს საოცარი რაღაცეები შეუძლია. ტყუილია, თითქოს თვითკრიტიკული არაა. სანემ თავადაც იცის, რომ ბოლო დროს კარგად ვერ თამაშობს. მე პირადად არ ვიცი, რატომ… მხარს ვუჭერ და გვერდში ვუდგავარ. …შეცვლაზე გაბრაზება? ამაზე არ ვღელავ და ხმამაღალი განცხადებების აზრს ვერ ვხედავ“.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
