ვან გაალი: სიმსივნე დამარცხებულია!

Home კატეგორიის გარეშე ვან გაალი: სიმსივნე დამარცხებულია!
ვან გაალი: სიმსივნე დამარცხებულია!

Louis van Gaal Archives - Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა70 წლის ლუი ვან გაალმა სიმსივნე დაამარცხა. ამის შესახებ თავად განაცხადა… ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა ერთი კვირის წინ თქვა, რომ მძიმე დაავადება აწუხებდა (პროსტატის სიმსივნე) და პრესას რომ არ გაეგო, ისე მკურნალობდა. ახლა კი სასიხარულო ინფორმაცია გააჟღერა:

„მთლიანი კურსი გავიარე. 25 სეანსი დამჭირდა, ამის შემდეგ კი 5-6 თვე უნდა მომეცადა, რათა შედეგები მენახა. კურსმა წარმატებით იმოქმედა, სიმსივნე დამარცხებულია!“.

ვან გაალმა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა ნიდერლანდები (წინა მონდიალი გამოტოვეს) და ჯგუფში ეს მეტოქეები ეყოლება – სენეგალი, ყატარი და ეკვადორი.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ