გარეთ ბეილი, შიგნით სტვენა

Home აქეთურ-იქითური გარეთ ბეილი, შიგნით სტვენა
გარეთ ბეილი, შიგნით სტვენა
Gareth Bale booed by Real Madrid fans in Getafe win - Sports Moleგარეთ ბეილმა „რეალში“ ითამაშა. ეს დაახლოებით ისეა, ბრაზილიაში თოვლი მოვიდეს. ბეილი 74-ე წუთზე გამოჩნდა „რეალი“ – „ხეტაფეს“ შეხვედრაში (ქარიმ ბენზემა შეცვალა) და გემრიელი სტვენაც ხვდა წილად.
ეს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მისი პირველი მატჩი იყო ორი წლის განმავლობაში… ხან ტრავმა, ხან ცუდი სათამაშო ფორმა, ხან მწვრთნელების უნდობლობა – უელსელს აიწონა-დაიწონა კარიერა აქვს.
სამაგიეროდ, ნაკრებში ძალიან მაგარია. სწორედ ბეილის დამსახურებაა, რომ უელსი ერთ ნაბიჯშია მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისგან: ივნისში შეხვდება უკრაინა – შოტლანდიას შორის მოგებულს.
თავად ბეილს არანაირი რეაქცია არ ჰქონია ფანების ცუდ დახვედრაზე. დიდი ალბათობით, უელსელი ზაფხულში გუნდს დატოვებს.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ