მონტე კარლოს საჩოგბურთო ტურნირის პირველი წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი გრიგორი დიმიტროვს შეხვდა.ჩვენებურმა პირველი სეტი 3:6 წააგო, ხოლო მეორე სეტის მეორე გეიმის შემდეგ თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა.
პირველ სეტში ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებას იგებდა, მხოლოდ ერთხელ, მეექვსე გეიმში დათმო ჩვენებურმა საკუთარი და სეტიც ზედ მიაყოლა.
მეორე სეტის დასაწყისშივე ბასილაშვილმა მეტოქეს ბრეიკი ერთხელაც გააკეთებინა, შემდეგ დიმიტროვის ჩაწოდებაც წააგო და მატჩიც შეწყვიტა.
საინტერესო ფაქტი: მონტე კარლოს თიხნარზე ნიკოლოზმა შარშანაც ითამაშა, მაგრამ ქართველი ჩოგბურთელი მაშინაც პირველ წრეში სერბ ფილიპ კრაინოვიჩთანაც ტრავმის გამო გამოეთიშა. ამასთან, მეორე სეტს მაშინაც 0:2-ს აგებდა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
