„უიმბლდონზე“ მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო და უნდა ითქვას, რომ მაინცდამაინც ხმაურიანი სენსაცია არ მოხდარა. ამის ერთადერთი შანსი პირველი ჩოგნის, იანიკ სინერის გავარდნა იქნებოდა, მაგრამ გრიგორი დიმიტროვთან 0:2 ჩამორჩენის შემდეგ გაუმართლა, ბულგარელმა მეტოქემ ტრავმა მიიღო და იტალიელი მეოთხედფინალში ასე გავიდა. სინერს ქვემოთ დავუბრუნდებით, მანამდე კი დღევანდელ მატჩებზე ვთქვათ: კარლოს ალკარასმა კამერონ ნორის სამ სეტში მარტივად მოუგო და…
მონტე კარლოს საჩოგბურთო ტურნირის პირველი წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი გრიგორი დიმიტროვს შეხვდა. ჩვენებურმა პირველი სეტი 3:6 წააგო, ხოლო მეორე სეტის მეორე გეიმის შემდეგ თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა. პირველ სეტში ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებას იგებდა, მხოლოდ ერთხელ, მეექვსე გეიმში დათმო ჩვენებურმა საკუთარი და სეტიც ზედ მიაყოლა. მეორე სეტის დასაწყისშივე ბასილაშვილმა მეტოქეს ბრეიკი ერთხელაც გააკეთებინა, შემდეგ დიმიტროვის ჩაწოდებაც…
ჩემპიონთა ლიგის „ატალანტა“ – „ვალენსიას“ მატჩს ეპიდემიოლოგიური ბომბი უწოდეს. მასშტაბებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ არანაკლები მოხდა საჩობურთო ტურნირ Adria Tour-ზე, რომელიც მსოფლიოს პირველი ჩოგნის, ნოვაკ ჯოკოვიჩის ორგანიზებით ჩატარდა. დაავადებულთა რიცხვს ერთ-ერთი ხორვატული ტელევიზიის სპორტული ჟურნალისტი მირნა ზიდარიჩი შეემატა. ზადარში გამართულ ტურნირზე ჟურნალისტმა თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც კორონაზე ტესტი გაიარა და დადებითი პასუხი მიიღო. მოკლედ, Adria…
როგორც კი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩოგბურთში რეგულაციები შემცირდა, მოწყენილმა ჩოგბურთელებმა ტურნირები „მოსცხეს“. უფრო სწორად, ნოვაკ ჯოკოვიჩმა Adria Tour-ის მოწყობა ითავა და ტოპ-მეჩოგნეები მიიწვია… 13-14 და 20-21 ივნისს ბელგრდსა და ზადარში საგამოფენო ტურნირები გაიმართა. Adria Tour საზოგადოებრივი კრიტიკის ქვეშ მოექცა, რადგან ჩოგბურთელები არც თუ კარგად იცავდნენ რეგულაციებს – არ იცავდნენ დისტანციას და ტრიბუნებზე მაყურებლები გვერდი-გვერდ ისხდნენ….
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes