ჭდე: სანტიაგო ბერნაბეუ

Home სანტიაგო ბერნაბეუ
ოპერაცია არ გვინდა
ჩანაწერი

ოპერაცია არ გვინდა

მადრიდის „რეალის“ სამედიცინო შტამბა გადაწყვიტა, რომ გუნდის ახალწვეულს კილიან მბაპეს ცხვირის ოპერაცია არ სჭირდება. ფორვარდმა ცხვირის ტრავმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ის პირველ ტურში ავსტრიის ნაკრებთან მატჩში (1:0) მიიღო. სამშაბათს, 16 ივლისს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კილიან მბაპეს, როგორც „რეალის“ ახალი ფეხბურთელის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. თავდამსხმელი სამეფო კლუბში ცხრა ნომრით ითამაშებს. კილიან მბაპეს წინა კლუბი ფრანგული „პარი...

კროოსის უცნაური საქციელი
ჩანაწერი

კროოსის უცნაური საქციელი

„რეალისა” და „ბაიერნის” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (2:1), მადრიდელთა ზეიმმოლეული და ტრიბუნებს კანტი-კუნტად ჯერ კიდევ შემორჩენილი ქომაგები შეშფოთდნენ: ტონი კროოსი თანაგუნდელებთან ერთად გასახდელში არ შევიდა, მოედანზე დარჩა და დაცარიელებულ „სანტიაგო ბერნაბეუს” უყურა. ჯერ სათადარიგოთა სკამთან მივიდა, შემდეგ მოედანზე გაიარა, სადაც მას ცოლ-შვილიც შეუერთდა. კროოსის გამომეტყველებისა და ჟესტიკულაციის შემყურე ადამიანს გაუჩნდებოდა ეჭვი, რომ 34...

ჰაჯი ლათინური სამყაროს ცენტრში, სადაც ფეხბურთის სული ბინადრობს
ჩანაწერი

ჰაჯი ლათინური სამყაროს ცენტრში, სადაც ფეხბურთის სული ბინადრობს

არასდროს აგხელიათ თვალი იმაზე, რაც იცოდით? მე ასეთი რაღაც მადრიდის ცენტრში, პლასა დელ სოლზე ანუ მზის მოედანზე დამემართა, საიდანაც სხივებივით გადის ქუჩები. რას ნიშნავს მადრიდისთვის ფეხბურთი და ფეხბურთისთვის მადრიდი ბავშვობიდან კარგად მომეხსენება. „რეალს“ ჩემპიონთა ლიგა, იგივე ჩემპიონთა თასი თოთხმეტჯერ რომ აქვს მოგებული ვიცი. დი სტეფანო, ხენტო, სანტილიანა, ბუტრაგენიო, რაული, ზიდანი და სხვა დიადნი ნებით თუ...

გარეთ ბეილი, შიგნით სტვენა
ჩანაწერი

გარეთ ბეილი, შიგნით სტვენა

გარეთ ბეილმა „რეალში“ ითამაშა. ეს დაახლოებით ისეა, ბრაზილიაში თოვლი მოვიდეს. ბეილი 74-ე წუთზე გამოჩნდა „რეალი“ – „ხეტაფეს“ შეხვედრაში (ქარიმ ბენზემა შეცვალა) და გემრიელი სტვენაც ხვდა წილად. ეს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მისი პირველი მატჩი იყო ორი წლის განმავლობაში… ხან ტრავმა, ხან ცუდი სათამაშო ფორმა, ხან მწვრთნელების უნდობლობა – უელსელს აიწონა-დაიწონა კარიერა აქვს. სამაგიეროდ, ნაკრებში ძალიან მაგარია. სწორედ...

რეალი — გამარჯვება ახალ ბერნაბეუზე
ჩანაწერი

რეალი — გამარჯვება ახალ ბერნაბეუზე

560 დღიანი განშორების შემდეგ, „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნდა და „სელტას“ 5:2 მოუგო. ქარიმ ბენზემამ ჰეთ-თრიქი შეასრულა. დარჩენილი ორი გოლი ვინისიუსმა და 18 წლის ახალწვეულმა ედუარდო კამავინგამ გაიტანეს. ვინისიუსმა გიჟივით იზეიმა, მაყურებლებში ავარდა. „სელტამ“, თავის მხრივ, პირველ ტაიმში ორჯერ შეაგდო, ორჯერ დაწინაურდა (1:0 და 2:1), მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდთან გამკლავება მისთვის მეტისმეტი აღმოჩნდა. განახლებულ  ლეგენდარულ სტადიონზე...

სანტიაგო ბერნაბეუზე რეალი გაქურდეს
ჩანაწერი

სანტიაგო ბერნაბეუზე რეალი გაქურდეს

ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მდებარე მადრიდის „რეალის“ საფირმო მაღაზიის ფასადი ავტომანქანამ შეამტვრია. ქურდები სულ სამი მანქანით იყვნენ. მათ რამდენიმე წუთში გაავსეს მანქანები საკლუბო ფორმებით, ატრიბუტიკით, სუვენირებით და პოლიციის გამოჩენამდე გაუჩინარდნენ. სამართალდამცავები სწავლობენ ვიდეოკამერების ჩანაწერებს, რათა ავტომანქანების იდენტიფიცირება მოახდინონ. თუმცა, თავადვე ვარაუდობენ, რომ სამივე ავტომანქანა გატაცებული იყო. მოგეხსენებათ, ამჟამად „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სარემონტო...

ელ კლასიკოს განრიგი ასეთია
ჩანაწერი

ელ კლასიკოს განრიგი ასეთია

ლა ლიგამ 2021-22 წლების კალენდარი გამოაქვეყნა. ისევე, როგორც გასულ სეზონში, კალენდარი ამჯერადაც ასიმეტრიულია. რაც შეეხება „ელ კლასიკოს’, პირველი შეხვედრა გაიმართება მე-10 ტურში, 24 ოქტომბერს, საპასუხო კი 29-ე ტურში — 20 მარტს. უკვე ზედიზედ მეოთხე სეზონია, „ბარსელონასა” და „რეალის” პირველი დაპირისპირება „კამპ ნოუზე” გაიმართება, მეორე კი მადრიდში. „რეალი” სეზონს კვლავ ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე დაიწყებს, თუმცა 20...

ატლეტიკო რეალს სტადიონს უთმობს
ჩანაწერი

ატლეტიკო რეალს სტადიონს უთმობს

მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტ ენრიკე სერესოს ჰკითხეს, რამდენად შესაძლებელია, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში დაუძინებელ მტერ „რეალს“ მათი მშობლიური „ვანდა მეტროპოლიტანო“ საშინაო მატჩებისთვის დაუთმოს. „მე ვაპირებ ჩამოვიხსნა ნიღაბი და ისე გიპასუხოთ ამ კითხვაზე. არავის შეეპაროს ეჭვი, რომ „რეალს“ ჩვენი სტადიონით სარგებლობას შევთავაზებთ,” – იყო ბატონი სერესოს პასუხი. თავად კითხვა კი ფლორენტინო პერესის განცხადებას მოჰყვა: „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიმდინარე...

რეალის დი სტეფანო
ჩანაწერი

რეალის დი სტეფანო

გადაწყდა, რომ მადრიდის „რეალი“  საშინაო მატჩები არა „სანტიაგო ბერნაბეუზე“, არამედ, ვალდებებასეში მდებარე მისსავე საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. ეს გადაწყვეტილება კლუბს ზედმეტი საორგანიზაციო ხარჯებისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს. „სეზონის დარჩენილ თამაშებს „ალფრედო დი სტეფანოს“ სტადიონზე ჩავატარებთ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კი რეკონსტრუქცია დაიწყო,“- თქვა კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა. „ალფრედო დი სტეფანოზე“ „რეალის“ სარეზერვო  გუნდი თამაშობდა, რეალ კასტილია, რომელსაც კლუბის...

ბარსამ კრუიფზე უარი თქვა
ჩანაწერი

ბარსამ კრუიფზე უარი თქვა

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გუნდის კაპიტნებს დაეკითხა, ლა ლიგის განახლების შემდეგ რომელ სტადიონზე უჯობთ საშინაო მატჩების გამართვა. მოგეხსენებათ, გუნდში ოთხი კაპიტანია: ლეო მესი, ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და სერხი რობერტო. სწორედ მათ გადაწყვიტეს რომ ცარიელი ტრიბუნების წინაც კი „კამპ ნოუზე“ თამაში სჯობს, ვიდრე 6-ათასიან „იოჰან კრუიფზე“, რომელიც კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მდებარეობს და ძირითადად „ბარსელონას“ სარეზერვო გუნდს ემსახურება....