სანტიაგო ბერნაბეუზე რეალი გაქურდეს

Home აქეთურ-იქითური სანტიაგო ბერნაბეუზე რეალი გაქურდეს
სანტიაგო ბერნაბეუზე რეალი გაქურდეს

Real Madrid presentó cómo se verá el nuevo Santiago Bernabéuხუთშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მდებარე მადრიდის „რეალის“ საფირმო მაღაზიის ფასადი ავტომანქანამ შეამტვრია.

ქურდები სულ სამი მანქანით იყვნენ. მათ რამდენიმე წუთში გაავსეს მანქანები საკლუბო ფორმებით, ატრიბუტიკით, სუვენირებით და პოლიციის გამოჩენამდე გაუჩინარდნენ.

სამართალდამცავები სწავლობენ ვიდეოკამერების ჩანაწერებს, რათა ავტომანქანების იდენტიფიცირება მოახდინონ. თუმცა, თავადვე ვარაუდობენ, რომ სამივე ავტომანქანა გატაცებული იყო.

მოგეხსენებათ, ამჟამად „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა დასრულებაც 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".