ესპანელმა რაფაელ ნადალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ წლის ბოლომდე დარჩენილ ტურნირებში არ იასპარეზებს.„იძულებული ვარ გაცნობოთ, რომ ჩემთვის 2021 წლის სეზონი დასრულებულია. ფეხის ტკივილით დატანჯულმა ვისაუბრე ჩემს ექიმებთან, ოჯახის წევრებთან და გადავწყვიტე, დავისვენო და ვიმკურნალო. ბოლო ერთი წლის მანძილზე ბევრი მნიშვნელოვანი ტურნირი, მათ შორის უიმბლდონი და ოლიმპიადა გამიცდა. ვერც თამაშისგან და ვერც ვარჯიშისგან სიამოვნებას ვერ ვიღებდი. ასე რომ, გაზაფხულამდე მოვიცდი“, – წერს რაფაელ ნადალი.
შეგახსენებთ, რომ სეზონის ნაადრევად დასრულების შესახებ სულ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა როჯერ ფედერერმა, რომელიც საოპერაციოდ ემზადება…
რას ვიზამთ, ლეგენდარულ თაობას სიბერე წამოეპარა, ნოვაკ ჯოკოვიჩს კი კვალში უკვე სულ სხვები უდგანან – მედვედევი, ციციპასი, ზვერევი…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
