ყაზანის „რუბინმა“ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსული პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების განაცხადიდან ამოიღო.
კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზიანების გამო ხვიჩა დროებით ამოიღეს განაცხადიდან და მას მონტასარ ტალბი ჩაანაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ხვიჩამ „რუბინის“ მაისური 23-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 8-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.
ქართველის გადაბირება რამდენიმე ევროპულ კლუბს სურს, ყველაზე სერიოზულად კი ინგლისური „ტოტენჰემია“ დაინტერესებული. ხვიჩას სავარაუდო სატრანსფერო ფასი 18 მილიონი ევროა.
რუსეთში უკვე გაჩნდა ეჭვი, რომ დაზიანება არაფერ შუაშია და განაცხადიდან ამოღება კვარაცხელიას სავარაუდო ტრანსფერს უკავშირდება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
