ხვიჩა კვარაცხელია 23 წლის ასაკში საფრანგეთის ლიგა 1-ში გადაბარგდა. „ნაპოლის’’ ყოფილი მოთამაშე 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელი გახდა და ახალ გარემოს ეგუება. როგორც ირკვევა, ქართველ გარემარბს საფრანგეთში გადასვლის შანსი რამდენიმე წლის წინაც ჰქონდა. მის კანდიდატურას „რეიმსს’’ სთავაზობდნენ, მაგრამ კლუბს, რომელიც დღეს ლიგა 1-ის ცხრილში მე-12 ადგილზეა, მის შესაძენად საკმარისი ფული არ აღმოაჩნდა....
ჭდე: რუბინი
ყველაფერი ხვიჩას ნაპოლიში ტრანსფერის შესახებ
გაგრძელება. დასაწყისი იხ. 14 ივლისს მაგრამ დავუბრუნდეთ თითქმის 10 მილიონს. არ გვასვენებს კითხვა: რა არის იმის ალბათობა, რომ ფული არა მარტო ხვიჩას ანგარიშზე, არამედ სხვა მოთამაშეების მეშვეობითაც გაიტანეს? „ასეთი თანხა შეიძლება იყოს მხოლოდ გადაყიდვის პროცენტი. თუ ვინმე 300 000-ად გაყიდეს, მას მილიონს ვერ გადაუხდიან“, – ამბობს წყარო. რა დაემართა ფულს: ხვიჩას შეეძლო აგენტისთვის გადაერიცხა – ასე...
… ასე გაკეთდა ხვიჩას ტრანსფერი ნაპოლიში
ხვიჩა კვარაცხელია ევროპულ საფეხბურთო ელიტაში შეიჭრა. სადებიუტო სეზონში 22 წლის ქართველი ოფიციალურად გახდა სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე და ლიგის საუკეთესო ასისტენტი, მოიგო სკუდეტო (პირველი ნაპოლისთვის 33 წლის განმავლობაში), მიიღო მეტსახელი კვარადონა (ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას საპატივცემულოდ) და სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაზარდა. ასე აფასებს მას და თანხა არც ისე დიდი ჩანს. წელიწადნახევრის წინ ასეთი...
ხვიჩამ რუბინთან კონტრაქტი შეაჩერა
დღეს, 24 მარტს, ყაზანის „რუბინის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მათი ფეხბურთელი აღარ არის. საფეხბურთო კლუბმა „რუბინმა“ და ქართველმა ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, კონტრაქტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. ფეხბურთელის წარმომადგენლებმა კლუბთან კონსულტაციები გაიარა, რის შემდეგაც მხარეებმა საქმიანი ხელშეკრულების შეჩერების თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება. მადლობას ვუხდით ხვიჩას „რუბინში“ გატარებული დროისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მას, – წერია „რუბინის“ ვებ-გვერდზე.
… და ეს არ არის კვარაცხელიას დემარში!
… არანაირი „ნაპოლიში“ ტრანსფერი და ათნომრიანი მაისურა არ არსებობს. ჯერ ერთი ამ მაისურას, მარადონას უკვდავსაყოფად, ტაბუ დაედო ნეაპოლურ კლუბში და მეორეც – „ნაპოლის“ პრეს-სამსახურმა გამოაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის მიმართ კლუბს ინტერესი არ აქვს. სამაგიეროდ არსებობს მარტივი მოცემულობა – „რუბინის“ ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია სამშობლოში დაბრუნდა, რადგან, ეროვნულ გუნდშია გამოძახებული. ამ მარტივ მოცემულბაში კი საქმე ცოტა...
რას ამბობენ რუსეთში კვარაცხელიაზე?
საფეხბურთო წრეში ცნობილი რუსების კომენტარები ხვიჩა კვარაცხელიაზე… უკვე ცნობილი ამბავია, რომ ხვიჩა სანაკრებო თამაშების მერე „რუბინში“ არ დაბრუნდება და ახალ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს. საპასუხოდ კი რუსები აი, რას ამბობენ. ვიაჩესლავ კოლოსკოვი (ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტი): „დაბრუნდება თუ არა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჰკითხეთ კლუბის ხელმძღვანელობას, მწვრთნელს. ნათელი წერტილი იყო ადრე, ახლა...
ხვიჩამ ბარგი ჩაალაგა…
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბარგი ჩაალაგა… ჩაალაგა და წამოვიდა… თუმცა, ჯერ მხოლოდ შეკრებაზე, რომელიც საქართველოს ნაკრების 25 და 29 მარტს გასამართი მატჩებისთვის არის დაგეგმილი. კვარაცხელიაზე ბოლო დროს ბევრი დაიწერა: წამოვიდეს, დარჩეს, სხვა რა გზა აქვს… ჩვენი ინფორმაციით კი ხვიჩა კვარაცხელია „რუბინიდან“ ახლა ნამდვილად წამოვიდა – ბარგი ისე ჩაალაგა, რომ ყაზანში მიმბრუნებელი...
ხვიჩა ნაპოლიში მინდა
ჯანლუკა დი მარციო Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი და საკმაოდ წონადი ფიგურაა. მან ახლახანს გამოსცა წიგნი, რომელშიც ერთი ქვეთავი საქართველოს ნაკრების ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას დაუთმო. „კვარაცხელია 20 წლისაა, საქართველოში დაიბადა და ამჟამად ყაზანის „რუბინში“ თამაშობს. ის მარცხენა ნახევარმცველია, არ განიცდის ფსიქოლოგიურ წნეხს და ფლობს დარტყმას, რომელიც მოსწონს პუბლიკას. იცის, როგორ ითამაშოს მნიშვნელოვან შეხვედრებში, 183 სანტიმეტრი სიმაღლის...
კვარა რუბინში მაინც დარჩება
სათაური ყაზანის „რუბინის“ მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ეკუთვნის. ჯერ ნუ იჩქარებთ განრისხებას ან აღშფოთებას – მოკლედ მოგითხრობთ ისტორიას და ბოლოს ეგებ გაგეღიმოთ კიდეც. სათათრეთის დედაქალაქ ყაზანში გაიმართა საქველმოქმედო აქცია „მომეცი თათი“. ქალაქის ცნობადმა სახეებმა თავშესაფარიდან ძაღლები გამოიყვანეს და შეიკედლეს. „რუბინის“ თავკაცი ლეონიდ სლუცკი თავშესაფარს ქალაქის მერ ილსურ მეტშინთან ერთად ეწვია. მერმა და მისმა ვაჟმა ორი...
ხვიჩა განაცხადიდან ამოიღეს
ყაზანის „რუბინმა“ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსული პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების განაცხადიდან ამოიღო. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზიანების გამო ხვიჩა დროებით ამოიღეს განაცხადიდან და მას მონტასარ ტალბი ჩაანაცვლებს. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ხვიჩამ „რუბინის“ მაისური 23-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 8-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა. ქართველის გადაბირება რამდენიმე ევროპულ კლუბს სურს, ყველაზე სერიოზულად...









