საფეხბურთო წრეში ცნობილი რუსების კომენტარები ხვიჩა კვარაცხელიაზე…
უკვე ცნობილი ამბავია, რომ ხვიჩა სანაკრებო თამაშების მერე „რუბინში“ არ დაბრუნდება და ახალ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს. საპასუხოდ კი რუსები აი, რას ამბობენ.
ვიაჩესლავ კოლოსკოვი (ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტი): „დაბრუნდება თუ არა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჰკითხეთ კლუბის ხელმძღვანელობას, მწვრთნელს. ნათელი წერტილი იყო ადრე, ახლა კი საშუალო დონემდე დაეცა. ასე რომ, კომენტარსაც არ აქვს აზრი. მხოლოდ ის ვიცი, რომ „რუბინში“ შარშან თქვეს, კვარაცხელიაზე არცერთი წინადადება არ მიუღიათ. უბრალოდ, სუპერფეხბურთელობამდე გაბერეს“.
რინატ ბილიალეტდინოვი (რუბინის ყოფილი მწვრთნელი): „ახლა უკვე არ გამოვრიცხოთ, რომ ხვიჩა აქ აღარ ჩამოვა. მასზე დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლაა. სამწუხაროდ, რუსეთიდან ლეგიონერები მიდიან და თითოეული მათგანი დანაკლისია, რადგან ისინი ძირითადი შემადგენლობის ბიჭები არიან. დიდია ალბათობა, რომ ისინი არცთუ ხარისხიანმა ლეგიონერებმა შეცვალონ“.
ვალერი ნეპომნიაშჩი (კამერუნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, როცა ისინი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ): „საგანგაშო სიტუაციაა. პოლიტიკურ ჭრილში ყველაფერი ტკბილად არაა. მათ შორის, საქართველოსთან. ასე რომ, დიდი შანსია, ხვიჩა არ დაბრუნდეს, ხოლო „რუბინის“ დღევანდელ მდგომარეობაში ეს დიდი დანაკლისია. კვარაცხელია საკვანძო ფეხბურთელია და საუკეთესო თვისებებს ავლენდა, თუმცა ამ სეზონში ცოტა მოუკლო. ეს უკვე ფსიქოლოგიის თემაა“.ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
