საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინეთთან ორი მატჩის ჯამში წააგო და კონტინენტის მთავარ ტურნირზე თამაშზე ფიქრს დაემშვიდობა, თუმცა რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ ჩვენებს ამის შანსი ხელახლა გაუჩინა.
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი და ბელარუსი მეინ რაუნდიდან მოკვეთა და მათ ნაცვლად საქართველო და ლუქსემბურგი დაუშვა.
მეინ რაუნდის წილისყრა 31 მარტს ბერლინში გაიმართება. 32 გუნდი რვა ჯგუფში კალათების მიხედვით გადანაწილდება. საქართველო ბოლო, მეოთხე კალათაშია.
1 კალათა ნორვეგია, საფრანგეთი, ხორვატია, სლოვენია, უნგრეთი, პორტუგალია, ისლანდია, ავსტრია
მე-2 კალათა ჩეხეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები, ჩერნოგორია, ჩრ.მაკედონია, სერბეთი, შვეიცარია, უკრაინა
მე-3 კალათა ბოსნია, ლიეტუვა, ლატვია, ისრაელი, სლოვაკეთი, თურქეთი, რუმინეთი, საბერძნეთი
მე-4 კალათა კოსოვო, ბელგია, ესტონეთი, ფარერები, ფინეთი, იტალია, საქართველო, ლუქსემბურგი
ეს 32 გუნდი დარჩენილი 20 საგზურისთვის იბრძოლებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვთ გერმანიას (მასპინძელი) და ბოლო ევროპირველობის მედალოსნებს – შვედეთს, ესპანეთს, დანიას.
ჯგუფური ტურნირის პირველი ტურის მატჩები 12-13 ოქტომბერს გაიმართება და 2023 წლის 30 აპრილს დასრულდება. ფინალურ ეტაპზე ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მესამეადგილოსნები (ოთხი გუნდი) გავლენ. საუკეთესო მესამე ადგილზე გასული გუნდები მას შემდეგ გაირკვევა, რაც ყველა მატჩი ჩატარდება. გუნდებს მხოლოდ მასზე წინ მყოფ ნაკრებებთან ნათამაშები შედეგები ჩაეთვლებათ და საუკეთესოები ამის შემდეგ დადგინდება.
ოთხი უარესი მაჩვენებლის მქონი გუნდი 2026 წლის ევროპირველობისთვის ბრძოლას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.
ფინალური ეტაპი გერმანიაში 2024 წლის იანვარში გაიმართება.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები07/11/2026 | 22:27ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
