მისი თამაში ჯერ კიდევ პატარაობიდან გვახსოვს, მაგრამ მამამისმა, ბადრი კვარაცხელიამ ისეთი ამბავი მოგვიყვა, ყველაფერი გადაფარა… თურმე ხვიჩა კვარაცხელია 13-14 წლის იყო, როცა დილის 7 საათზე სახლიდან გადიოდა, 6 ნომერ ავტობუსში ჯდებოდა და ორი კილომეტრის სიშორეზე „დინამოს“ აკადემიაში მიდიოდა სავარჯიშოდ. მერე სწრაფად ბრუნდებოდა სახლში და სკოლაში წასვლას ასწრებდა. ჰოდა, ასეთ ბავშვს მომავალში როგორ არ დაუფასდება? დღეს...
ჭდე: რუბინი
რუბინმა ხვიჩას ფასი დაადო
ყაზანის „რუბინი“ არ არის წინააღმდეგი, წლეულსვე გაასხვისოს ხვიჩა კვარაცხელია, თუკი მსურველი კლუბი არანაკლებ 15 მილიონ ევროს გადაიხდის. ამ შემთხვევაშიც კი „რუბინი“ აუცილებელ პირობად ითხოვს პროცენტის დათქმას მისი მომდევნო ტრანსფერიდან. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ყაზანელთათვის კონკრეტული შეთავაზებით არავის მიუმართავს. იყვნენ დაინტერესებული მხარეები, მაგრამ ეს კლუბები არც იტალიის და არც ევროპის ტოპ-5 სხვა ჩემპიონატის ლიდერთა შორის არ არიან....
კვარაცხელია გატუზოს თვალში
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, იტალიურ „ნაპოლიში“ აღმოჩნდეს. მართალია ეს ჯერ მხოლოდ მოარული ამბავია, მაგრამ მთავარია, საქმე დაიძრა. როგორც ცნობილი ხდება, საუბარი ფინანსურ დეტალებზეა – „რუბინი“ 19 წლის ქართველ ფეხბურთელში 25 მილიონ ევროს ითხოვს. იტალიელებს კი თანხა ეძვირებათ და 5 მილიონით ნაკლების გადახდას ეშურებიან… შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მიმდინარე სერია A-ს 19...
დიდი კაცების ფეხბურთი
დიდი ფეხბურთის სათამაშოდ მხოლოდ ნიჭი არ კმარა. არც შრომისმოყვარეობაა საკმარისი. კიდევ რაღაც არის საჭირო, რაც მაგარ ფეხბურთელს მაგარ კაცად აქცევს. ხვიჩა კვაეაცხელიას ტალანტზე დღეს ყველა მსჯელობს, ვისაც არ ეზარება და ერთი ხანობა იმის საფრთხეც იყო, ვარსკვლავური სენი არ შეყროდა. თქვენც არ მომიკვდეთ! ამ ყმაწვილმა ბიჭმა ერთი საქციელით მეტოქე ფეხბურთელების და ქომაგების გული ერთბაშად მოიგო. ტულის...
დორტმუნდი: ჯერ აგენტი, მერე ხვიჩა
დღეს რუსულმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინიდან“ „დორტმუნდში“ შესაძლო გადასვლის თემა აიტაცა. ცხადია, ასეთი ხმები ბევრია, მაგრამ ამჯერად საქმე უფრო სერიოზულად ჩანს. „გუნდი კვარაცხელიას პირველად არ აკვირდება, მაგრამ ამჯერად ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობის დეტალურ შესწავლაზე ვსაუბრობთ. პირველ რიგში, დაგვჭირდება ფიფას ავტორიზებული აგენტი, რომელიც კლუბის მხრიდან მის რუსულ წარმომადგენელთან იმუშავებს (დღეს მამუკა ჯუღელია). მეორეც, „დორტმუნდმა“ უნდა გაყიდოს...
კვარაცხელია – ჩემპიონთა ლიგა და მილიონები
ყაზანის „რუბინის“ ჩვენიანი ხვიჩა კვარაცხელია პაუზის შემდეგ განახლებულ რუსეთის ჩემპიონატში გუნდის ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა. წინა ტურში, ცეესკასთან, მოსკოვში, პენალტიც გამოიმუშავა და გუნდში საუკეთესოდაც აღიარეს. მთავარი კი ისაა, რომ 19 წლის ქართველი დაღვინებულ და დისციპლინირებულ ფეხბურთს თამაშობს. კვარაცხელიას „რუბინთან“ 2024 წლამდე აქვს კონტრაქტი. მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ხვიჩას გუნდიდან ნაადრევად გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ ჩანს, კლუბის...
დავითაშვილი უეფამ დააფასა
უეფმა 50 ტალანტის სია გამოაქვეყნა. ეს უეფას ვებ-გვრდის რეპორტიორთა ვერსიაა. წერია იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც შარშან ძლიერ ლიგებში სათამაშო პრაქტიკა უწყვეტად ჰქონდათ და 2020 წელს დიდ პროგრესს ელიან. ფრიად სასიამოვნოა, რომ ყველაზე პერსპექტიულ 50 ფეხბურთელს შორის არის რუბინის შემტევი ზურიკო დავითაშვილიც. ქართულ ფეხბურთში სულიკო დავითაშვილს, იგივე „აბრეზას,“ აბა ვინ არ იცნობს?! ზურიკო მისი ვაჟია. დავითაშვილის გარდა...
რუსეთს ქართველი დააკლდა
ბექა მიქელთაძემ ყაზანის “რუბინი” დატოვა. ამის შესახებ 22 წლის ფეხბურთელმა საკუთარ Instagram-ზე დაწერა: „მადლობა ყველას. წარმატებები „რუბინს“. მიქელთაძე რუსეთის თათარსტანში 2019 წლის ზაფხულში, ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ გადავიდა, მან გუნდთან ერთად თურქეთში მიმდინარე ზამთრის შეკრებაზე რამდენიმე დღე გაატარა, შემდეგ კი გუნდს გამოემშვიდობა. თბილისის „დინამოსა“ და „რუსთავის“ ყოფილმა ფეხბურთელმა „რუბინში“ 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. „რუბინში“...
რატომ კლავთ?!
გული მწყდება ხოლმე. ეგ არის და ეგ, თორემ ყველა თავადაა საკუთარი ბედის პატრონი. ნუ, თუ მთლად თავად არა, უნიჭო მენეჯერი მამა ან ბიძა, ან ძალიან ნიჭიერი აგენტი, რომელიც სერიოზულ ფულს აკეთებს, მაგრამ მისი კლიენტები კალინინგრადს, ვერ გასცდნენ. გვარები ჩამოვთვალოთ, რამდენი სუპერტალანტი დაღუპეს დღევანდელ კვერცხზე დახარბებულმა ოჯახის წევრებმა?! რით ვერ გაძეხით, ხალხო?! მიეცით ამ ბიჭებს დიდი...








