გული მწყდება ხოლმე. ეგ არის და ეგ, თორემ ყველა თავადაა საკუთარი ბედის პატრონი. ნუ, თუ მთლად თავად არა, უნიჭო მენეჯერი მამა ან ბიძა, ან ძალიან ნიჭიერი აგენტი, რომელიც სერიოზულ ფულს აკეთებს, მაგრამ მისი კლიენტები კალინინგრადს, ვერ გასცდნენ.
გვარები ჩამოვთვალოთ, რამდენი სუპერტალანტი დაღუპეს დღევანდელ კვერცხზე დახარბებულმა ოჯახის წევრებმა?!
რით ვერ გაძეხით, ხალხო?!
მიეცით ამ ბიჭებს დიდი ფეხბურთის თამაშის და მერე მილიონების კეთების უფლება და საშუალება. მიეცით საქართველოს ნაკრებს სუპერბიჭების ყოლის უფლება. მათ კარიერას ერთ BMW-ში როგორ ახურდავებთ?!
ვიცი, რომ ემოციური ვარ. ვიცი, რომ მეტისმეტად ვამარტივებ თემას, მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ მცირე 10 სუპერტალანტი რომ ესენგეს ფარგლებში ჩაკალით, ვერ გპატიობთ და რა ვქნა?!

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
