ყაზანის „რუბინის“ ჩვენიანი ხვიჩა კვარაცხელია პაუზის შემდეგ განახლებულ რუსეთის ჩემპიონატში გუნდის ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა. წინა ტურში, ცეესკასთან, მოსკოვში, პენალტიც გამოიმუშავა და გუნდში საუკეთესოდაც აღიარეს.მთავარი კი ისაა, რომ 19 წლის ქართველი დაღვინებულ და დისციპლინირებულ ფეხბურთს თამაშობს. კვარაცხელიას „რუბინთან“ 2024 წლამდე აქვს კონტრაქტი. მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ხვიჩას გუნდიდან ნაადრევად გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ ჩანს, კლუბის ბოსები ისეთ წინადადებას მიიღებენ, რაზეც უარს ვერ იტყვიან. რუსულვე „კრასნოდარი“, რომელსაც შარშან კვარაცხელიაში მოთხოვნილი ფული ებევრა, მზადაა, ახლა გაცილებით მეტი გადაიხადოს. ზუსტი ციფრი არ თქმულა, მაგრამ „კრასნოდარი“, რომელიც მომავალ სეზონში, დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, ჩვენიანის გადასაბირებლად ფულს არ დაინანებს.
ყაზანური კლუბიდან გამოჟონილი ინფორმაციით კი რუსეთს ხვიჩა კვარაცხელიას საქმეში სანახავად რამდენიმე ესპანური კლუბის აგენტიც სტუმრობდა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
