ამბობენ, რომ ლეო მესი უქმეებზე „ბარსელონაში“ დაბრუნდა. კატალონიაში გამომავალი ესპანური გაზეთის „მუნდო დეპორტივოს“ ცნობით არგენტინელმა კასტელდეფელსში მდებარე თავის მდიდრულ სახლ-კარს მას მერე მიაშურა, რაც „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელობას შეუთანხმდა, რომ პარასკევს „ბრესტთან“ არ ითამაშებდა.
პარიზელებმა ეს შეხვედრა სტუმრად მოიგეს 4:2. სტუმართაგან გოლები გაიტანეს ანდერ ერერამ, კილიან მბაპემ, იდრისა გეიემ და ანხელ დი მარიამ.
ახლა, ლაპარაკობენ, რომ მესი გულშემატკივართა ნანატრ დებიუტს პსჟ-ს მაისურით, 29 აგვისტოს, ლიგის თასზე, „რეიმსთან“ გამართავს.
კასტელდეფელსში მესის აქვს საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი და ბავშვების სათამაშო მოედანი.
იმავე რეგიონში მესი ფლობს ბარს, რომელიც მეგობრის ლუის სუარესის რესტორნისგან 100 მეტრშია.
მესიმ „პარი სენ ჟერმენთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება თანამშრომლობის მესამე წლით გაგრძელებისაც ითვალისწინებს. მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო მოთამაშე ორ წელიწადში 100 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს.
„ბარსელონას“ ყოფილ კაპიტანს საკონტრაქტო თანხის სახით 30 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო ხელფასად, კვირაში 650 ათასს მისცემენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
