სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, პრიმერას განახლების შემდეგ საშინაო მატჩები არა მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“, არამედ, ვალდებებასეში მდებარე მისსავე საწვრთნელ ბაზაზე გამართოს. ეს კლუბს ზედმეტი საორგანიზაციო ხარჯებისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს. გადაწყდა ისიც, რომ აბონემენტების მფლობელი ქომაგები დარჩენილი 6 საშინაო მატჩზე ვერ დაშვებითვის ფულად კომპენსაციას მიიღებენ. თუ „რეალმა“ საშინაო 1:2-ს მერე ჩემპიონთა ლიგაში „სიტის“ ბარიერი დაძლია, ერთი...
ჭდე: სანტიაგო ბერნაბეუ
რივერი! ანუ როგორ გაშორდნენ არგენტინელები ცოლებს
ლიბერტადორესის თასის მრავალტანჯული საპასუხო ფინალური მატჩი „რივერ პლეიტსა” და „ბოკა ხუნიორსს” შორის ისევე დრამატულად წარიმართა, როგორც მათი დაპირისპირების მთელი გაჭიანურებული პროცესი და დამატებით დროში „რივერის” გამარჯვებით დასრულდა — 3:1. ძირითადი დროის ანგარიში გახლდათ 1:1. შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების მიზეზით თამაში, რომელიც ბუენოს აირესში უნდა გამართულიყო, მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარდა. პირველი შეხვედრა, „ლა ბომბონერაზე” ანუ „ბოკას” სტადიონზე 2:2...
ვინ დაესწრება სუპერკლასიკოს მადრიდში?
როგორც მოგახსენეთ, „კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალური შეხვედრის ამბავი გაირკვა: თამაში მადრიდში, „სანტიგო ბერნაბეუზე” გაიმართება. ბუენოს აირესის გუნდებმა პირველი შეხვედრა 2:2 დაასრულეს, მეორე კი „რივერ პლეიტის” ხულიგანი ფანების გამო ვერ ჩატარდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მადრიდში გადმოტანილ შეხვედრას სდევს ბილეთების განაწილებაა. ამ ასპექტის მოგვარება ორგანიზატორებმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მიანდეს. გადაწყდა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე” დასწრების უპირატესობა...
გადაწყდა: სუპერკლასიკო მადრიდში გაიმართება
„კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალური შეხვედრა 9 დეკემბერს მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, საქართველოს დროით 23 საათსა და 30 წუთზე ჩატარდება! „რივერ პლეიტისა” და „ბოკა ხუნიორსის” მეორე კონტინენტური დაპირისპირება ბუენოს აირესიდან 9600 კილომეტრით გადაიტანეს. მიზეზი: განრიგით დანიშნულ დღეს, „რივერ პლეიტის” ხულიგანმა ფანებმა „ბოკა ხუნიორსის” ავტობუსი დაარბიეს და ფეხბურთელები დაასახიჩრეს. არგენტინის პოლიციამ ვერც მაშინ შეძლო უსაფრთხოების დაცვა და როგორც...
განრიგი რეალის გულშემატკივართათვის
„რეალმა” „ლა ლიგაში” ზედიზედ სამი წაგების შემდეგ „ვალიადოლიდთან” გაიმარჯვა – 2:0. მასპინძლებს იღბალი დაეხმარა. სტუმართა მიერ ხარიხისთვის ორჯერ გარტყმულ ბურთს თუ გნებავთ სულ ნუ მივიღებთ მხედველობაში — 18 წლის ვინისიუსის გარდამტეხი გოლიც იღბლის დამსახურება იყო. ბრაზილიელის დარტყმული მეტოქე გუნდის მცველს მოხვდა, მიმართულება მკვეთრად შეიცვალა და კარში ისე შევარდა. იღბალი ფეხბურთში, რასაკვირველია, საჭიროა. ამიტომაც დაარქვა „მარკამ”...



