სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, პრიმერას განახლების შემდეგ საშინაო მატჩები არა მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“, არამედ, ვალდებებასეში მდებარე მისსავე საწვრთნელ ბაზაზე გამართოს.
ეს კლუბს ზედმეტი საორგანიზაციო ხარჯებისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს. გადაწყდა ისიც, რომ აბონემენტების მფლობელი ქომაგები დარჩენილი 6 საშინაო მატჩზე ვერ დაშვებითვის ფულად კომპენსაციას მიიღებენ. თუ „რეალმა“ საშინაო 1:2-ს მერე ჩემპიონთა ლიგაში „სიტის“ ბარიერი დაძლია, ერთი ან ორი საშინაო მატჩი ევროტურნირებზეც უწევს, თუმც ესეც სათუოა, რადგან უეფა ერთ-ერთ ვარიანტად ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ყველა შეხვედრის ფინალის მასპინძელ სტამბოლში გადატანას განიხილავს.რაც შეეხება ხელფასებს, მიმდინარე სეზონში უცვლელი დარჩება, მერე კი პირველი და მეორე გუნდის ფეხბურთელების, აგრეთვე კლუბის უკლებლივ ყველა ხელმძღვანელის ჯამაგირი 30 პროცენტით შემცირდება. ყველაზე მეტს, 4-4 მილიონ ევროს იზარალებენ სერხიო რამოსი და გარეთ ბეილი, თუმცა ბუნებრივია, ყველაზე მაღალანაზღაურებადნიც ისევ ისინი იქნებიან.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
