იტალიაში ვარჯიშს იწყებენ, გერმანიაში თასს დაამთავრებენ

Home კატეგორიის გარეშე იტალიაში ვარჯიშს იწყებენ, გერმანიაში თასს დაამთავრებენ

Horyaallada Serie A iyo Bundesliga oo qaab cusub loo ciyaari doono ...ევროპას ნელ-ნელა ფეხბურთი უბრუნდება. იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 18 მაისიდან გუნდური ვარჯიშები განახლდება. სამედიცინო პროტოკოლის გათვალისწინებით, შესაძლოა, რამდენიმე უმნიშვნელო ცვლილება შევიდეს.

როგორც ცნობილია, რამდენიმე გუნდმა უკვე დაიწყო ვარჯიში, მაგრამ სოციალური დისტანციით.

გერმანიის ფეხბურთის კავშირმა კი დარჩენილი სათასო მატჩების კალენდარიც გამოაქვეყნა. ნახევარფინალები 9 და 10 ივნისს გაიმართება, ხოლო ფინალი – 4 ივლისს.

მესამე ლიგა 26 მაისს განახლდება, ხოლო ქალთა ფეხბურთის მოყვარულებს მათი თამაშების ნახვა 29 მაისიდან შეეძლებათ.

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.