„ჩელსი“ – „რეალი“ 1:3… ეს ვნახეთ, საპასუხო მატჩი კი დღეს მადრიდშია და ორივე გუნდის მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
თომას ტუხელმა აღნიშნა, რომ მის გუნდს გასვლის მცირე შანსი დარჩა. რა არის ეს? ეშმაკობა თუ რეალობა? შესაძლოა, ორივე. ობიექტურადაც რომ შევხედოთ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სასწაულის ტოლფასი იქნება.
რაც შეეხება ანჩელოტის, მან ტუხელის სიტყვებზეც გააკეთა მცირე კომენტარი და იტალიის ნაკრების გაწვრთნის პერსპექტივაზეც:
„ტუხელმა თქვა, რომ მათთვის ამ ეტაპის მოტრიალება წარმოუდგენელია? ვერ გეტყვით, ყველას თავისი აზრი აქვს. მე კი მგონია, რომ აქ მოსაგებად ჩამოვიდოდნენ.
…იტალიის ნაკრები? ამაზე მიფიქრია, მაგრამ ზოგადად კლუბში ყოველდღიური მუშაობა უფრო მომწონს. სანამ არ გადავიფიქრებ, სულ კლუბებს გავწვრთნი. წელიწადში მხოლოდ 3 მატჩში გამოსვლა არ მსურს“.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
